სიახლეები

2017 წლის 26-28 სექტემბერს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში განთავსებულ გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს (UNODC) შტაბ-ბინაში„ნარკოტიკების კომისიის" (Commission on Narcotic Drugs (CND)) სესიაზე გაიმართა გაეროს გენერალური ანსამბლეის (UNGASS)მიერ მიღებული ნარკოტიკების მსოფლიო პრობლემის დოკუმენტის შესახებ  შემდგომი დისკუსია, სადაც გაეროს წევრი ქვეყნების ოფიციალურ

წარმომადგენლობებთან ერთად სესიაზე მონაწილეობის მისაღებად ნარკოტიკებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების კომიტეტის (Vienna NGO Committee on Drugs) ორგანიზებით მიწვეული იყვნენ სხვადასხვა ქვეყნიდან სამოქალაქო და სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლები, და სადაც თემი-ინტერესთა ჯგუფი თავად წარმოადგენდა თავის პრობლემას საკუთარი გამოცდილებიდან.

გაეროს აღნიშნული ოფიციალური სესია სათემო ორგანიზაციებისთვის იყო ეფექტური შესაძლებლობა თავიანთი ხმა მიეწვდინათ მსოფლიო ლიდერებისთვის ნარკოპოლიტიკის სფეროში და სწორედ იმ პრობლემებზე გაემახვილებინათ ყურადღება, რომლის შეცვლაც მნიშვნელოვანია ქვეყნებში მოქმედი არაეფექტური ნარკოპოლიტიკის პირობებში.

საქართველოდან სამოქალაქო და სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლის სტატუსით მიწვეული იყო კონსტანტინე ლაბარტყავა - ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის (GeNPUD)-ის აღმასრულებელი დირექტორი, რომელმაც 28 სექტემბერს სესიაზე დამსწრეთა ყურადღება სწორედ გაამახვილა საქართველოში არსებული იმ რეპრესიული ნარკოპოლიტიკაზე, რომლის სასტიკი და ძალადობრივი ქმედებები ყოველდღიურად ლახავს ადამიანის უფლებებს, ღირსებას და ებრძვის ადამიანების მომავალს (იხილეთ მოკლედ ტექსტი ბმულზე CND-ს ოფიციალურ ბლოგზე), რადგან საქართველო კვლავ რჩება რეგიონში ქვეყანად, სადაც ნარკოტიკების პირად მოხმარებასთან დაკავშირებული ქმედებების გამო ადამიანებს უმოწყალოდ დევნიან, როგორც სისხლის სამართლის დამნაშავეებს. ასევე სესიაზე გაჟღერდა, რომ საქართველოში ნარკოტიკული დანაშაულისთვის სასჯელი არაპროპორციულია, უთანაბრდება და აჭარბებს ისეთი მძიმე დანაშაულების კატეგორიას, როგორიცაა: ტრეფიკინგი, გაუპატიურება, მკვლელობა, წამება.

კონსტანტინე ლაბარტყავამ თავისი სიტყვა დაასრულა იმ ძირითადი გზავნილით, რომ არამარტო ნარკოპოლიტიკის, არამედ ყველა პოლიტიკის ამოსავალი წერტილი და სამიზნე უნდა იყოს ადამიანი, მისი თავისუფლება და სიცოცხლე.

სესია ინტენსიურად მიმდინარეობდა 3 დღის განმავლობაში, რომელზეც ოფიციალური გამოსვლები ქონდათ, როგორც წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, მათ შორის აშშ, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი, ესტონეთი, ჩინეთი, თურქეთი და სხვა. ოფიციალურმა წარმომადგენელმაესტონეთიდან ყურადღება გაამახვილა, იმ ფაქტზე, რომ მსოფლიო პრობლემა ნარკოტიკებზე არ შეიძლება გადაწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნით. სახელმწიფოებმა შეიძლება მიმართოს ისეთ ღონისძიებებს, როგორიცაა მკურნალობა, პრევენცია, საგანმანათლებლო საკითხები. ევროკავშირის წევრი ქვეყნები მიმართავენ ამ ღონისძიებებიდან ერთ-ერთს მაინც, როგორც ალტერნატივას დასჯის სანაცვლოდ, ამავე დროს ევროკავშირის უახლოესი ნარკოპოლიტიკაც უპირატესობას ანიჭებს ალტერნატივების გამოყენებას დასჯის ნაცვლად, ამავე დროს გათვალისწინებული უნდა იყოს გენდერის საკითხიც. ამიტომ მოვუწოდებთ სხვა წევრ ქვეყნებს მიმართონ იგივეს და გამოიყენონ განათლება, პრევენცია, სოციალური რეაბილიტაცია; დიდი ბრიტანეთი - უნდა დავრწმუნდეთ, რომ მკურნალობა და სერვისები ხელმისაწვდომია დისკრიმინაციის გარეშე; თურქეთი - ყურადღებას ამახვილებს, რომ პრევენცია იწყება ოჯახიდან; ჩინეთს ჯერავს, რომ დასჯა კონვენციებიდან გამომდინარე სახელმწიფოების დისკრეციაა, მაგრამ ყურადღება უნდა გამახვილდეს პროპორციულობაზე და ნარკოპოლიტიკასთან მიმართებაში ასევე ადამიანის უფლებებზე; არასამთავრობო ორგანიზაციამ აშშ-დან Help Not Handcuffs ყურადღება გაამახვილა ამჟამად აშშ-ში ისეთ მზარდ პრობლემაზე, როგორიცაა ჰეროინით გამოწვეული ზედოზირებები, წარმომადგენელი, რომელიც წარსულში თავად მოიხმარდა ნარკოტიკებს აღნიშნავდა, რომ ადამიანის უფლებები ირღვევა ძირითადად სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან. ადამიანის გარდაცვალება ხდება, როდესაც მათ იძულებით რთავენ გარკვეულ პროგრამებში; ასევე 27 სექტემბერს შესაბამის თემატურ სესიაზე დიდი ყურადღება დაეთმო ოპიოიდების ხელმისაწვდომობის საკითხებს, ვენის ნარკოტიკებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების კომიტეტის (VNGOC) წარმომადგენლის პროფესორ ოლივერის განცხადებით რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას შეუძლია ხელი შეუშალოს მკურნალობის და ტკივილის მართვის საკითხებში ოპიოიდების ხელმისაწვდომობას და მის ამ მნიშვნელოვანი მიზნებით გამოყენებას. სესიის მსვლელობისას, როგორც ოფიციალური წევრის სახელმწიფოების, ისე სამოქალაქო-სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლების მხრიდან ყურადღება გამახვილდა ასევე ისეთ საკითხებზეა, როგორიცაა: გენდერი და ამ მხრივ ქალი მსჯავრდებულებისთვის სპეციალური ღონისძიებების გატარება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში; ქალები, რომლებიც მოიხმარენ ნარკოტიკს, არსებული სტერეოტიპების გამო უფრო მეტად ხდიან მათ გაუპატიურების და სხვა სახის ძალადობის მსხვერპლებს; ინვესტირება პრევენციასა და განათლებაში; ადამიანის უფლებები უნდა იყოს პრიორიტეტი ყოველი ნარკოპოლიტიკის დოკუმენტის შემუშავებისას.

სესიას არ ესწრებოდა საქართველოს წარმომადგენლობა, რაც კვლავ განამტკიცებს იმ მოსაზრებას და ქვეყანაში ზედმიწვენით იმ მოვლენების სარკისებურ აშკარა გამოხატულებას, რომ საქართველოს მთავრობა კვლავ გააგრძელებს არაადამიანურ/რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას და პარლამენტი არც კი ეცდება მიიღოს სამოქალაქო საზოგადოების, მისი საკუთარი ამომრჩევლების უკვე არაერთხელ წარდგენილი, ამჟამადაც ნარკოპოლიტიკის პლატფორმის მიერ მომზადებული ნარკოკანონმდებლობის მნიშვნელოვან ცვლილებათა პაკეტი, რომელიც მკვეთრად საზოგადოების საკეთილდღეოდ შეცვლის არსებულ სიტუაციას.

აქციები

საადვოკაციო კამპანიის არდასაჯო ფარგლებში „ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართელოს ქსელისა“ (GeNPUD) და „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის“ (GHRN) ორგანიზებით 2016 წლის 31 აგვისტოს ზედოზირების შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა ეროვნული კამპანია, რომლის ძირითადი გზავნილია:

არდასაჯო! გადავარჩინოთ სიცოცხლე!

კამპანიის მიზანია: ზედოზირების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა და ჰუმანური ნარკოპოლიტიკის ფორმირების ხელშეწყობა.

2017 წლის 31 აგვისტოს, ეროვნული კამპანიის ფარგლებში ნარკოტიკების მომხმარებლებმა, მათი ოჯახის წევრებმა და მხარდამჭერებმა საქართველოს 10 ქალაქში (თბილისი, თელავი, გორი, რუსთავი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, ოზურგეთი, ფოთი, ბათუმი) მარადიული ხეების დარგვის უკვე ტრადიციად ჩამოყალიბებული აქციით, პატივი მიაგეს ზედოზირებით გარდაცვლილ ადამიანებს და რეპრესიული ნარკოპოლიტიკის პირობებში დაღუპულ ნარკომომხმარებელთა ხსოვნას, მეორე მხრივ სოლიდარობა გამოუცხადეს ნარკოტიკების მომხმარებლებს და მათი ოჯახის წევრებს, რათა მოხდეს მომხმარებლების საზოგადოებაში ინტეგრაცია ღირსეული ცხოვრების უზრუნველსაყოფად.

ადგილობრივ დონეზე ღონისძიებებს ორგანიზება გაუწია ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის (GeNPUD) წევრი თვითორგანიზაციების, საინიციატივო ჯგუფებისა და ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის (GHRN) წევრმა ორგანიზაციებმა. მითითებულ ქალაქებში ღონისძიება - „სიცოცხლის ხეები“ დარგვის აქცია გაიმართა 19:00 სთ-ზე:

ა/ო „ნაბიჯი მომავლისკენ“ (გორი, თელავი)

ა/ო „ახალი გზა“ (ქუთაისი, სამტრედია, თბილისი)

ა/ო „რუბიკონი“ (ქუთაისი)

ა/ო „ქსენონი“ (ზუგდიდი)

ა/ო „ორდუ“ (ფოთი)

ა/ო „იმედი“ (ბათუმი)

ა/ო „ფენიქსი 2009“ (ოზურგეთი)

ა/ო „ორდუ“ (ფოთი)

ა/ო „აკესო“ (თბილისი)

ა/ო „ჰეპა პლიუსი“ (თბილისი)

ა/ო „ახალი ვექტორი“ (რუსთავი, თბილისი) 

იხილეთ ფოტო - თბილისი 

იხილეთ ფოტო - რეგიონები

ეროვნული კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა ქალაქებში აქციის მონაწილეებმა გააპროტესტეს ქვეყანაში არსებულ ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა, ისევე როგორც ნაციონალური მოძრაობის მიერ წლების მანძილზე რეპრესიული ნარკოპოლიტიკის პირობებში განხორცილებული სისტემური ძალადობა, რამაც გამოიწვია ათასობით ჩვენი თანამოქალაქის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის მოსპობა. აქციის მონაწილეებმა დაგმეს დემურ სტურუას და ლევან აბზიანიძის მიმართ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან განხორციელებული ძალადობის, დაშინებისა და შანტაჟის ფაქტები, რაც თავის მხრივ გახდა ამ ადამიანებისა და არაერთი ჩვენი თანამოქალაქის სიკვდილის მიზეზი.

ზედოზირების საერთაშორისო დღის ფარგლებში აქციის მონაწილეებმა მწუხარება გამოხატეს აგვისტოს თვეში ანაკლიაში მიმდინარე ფესტივალზე (Gem Fest) ახალგაზრდა გოგონას ფსიქოაქტიური ნივთიერებით ინტოქსიკაციის გამო, რომელიც ორგანიზატორებისა და სამართალდამცავების დაუდევრობის, გულგრილობის და ძალადობრივი ნარკოპოლიტიკის გამო გარდაიცვალა. სამწუხაროდ მსგავს ღონისძიებებზე ინტოქსიკაციის ფაქტები და გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობა მატულობს. თითოეული ასეთი შემთხვევის მიზეზად არასაკმარისი ინფორმირებულობა და ზიანის შემცირების სერვისების ადგილზე არ არსებობა სახელდება. გამომდინარე გაზრდილი რისკების ტენდენციიდან, ღონისძიებების მიმდინარეობისას ზიანის შემცირების პროგრამების განმახორციელებელმა და სათემო ორგანიზაციებმა მოუწოდეს ხელისუფლებას მსგავს ღონისძიებებზე მოახდინონ დროული და შესაბამისი ინტერვენციები და მისცენ ზიანის შემცირების პროგრამების განმახორციელებელ სათემო ორგანიზაციებს საშუალება მოახდინონ: ინფორმირება/კონსულტირება, ნარკოტიკების ხარისხის კონტროლი, პირველადი დახმარების აღმოჩენა, სტერილური/უსაფრთხო მასალების გავრცელება.

ეროვნული კამპანიის ორგანიზატორი სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციები და საინიციატივო ჯგუფები გმობენ ძალადობრივ ნარკოპოლიტიკას, ნარკოტიკების მოხმარების გამო ადამიანების ციხეში ჩასმას, ქუჩის ნარკოტესტირებას, ღირსების შემლახავ/არაადამიანურ მოპყრობას, ჯანმრთელობის და სიცოცხლის უფლების მოსპობას, ადამიანების ჩაგვრას და იზოლაციას და დაუყონებლივ მოითხოვენ რეპრესიული ნარკოპოლიტიკის რეფორმას. აქციის მონაწილეებმა მოუწოდეს საზოგადოებას და სახელმწიფო სტრუქტურებს მხარი დაუჭიროს „ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის“ მიერ საქართველოს პარლამენტში წარდგენილ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს და ნარკოპოლიტიკის რეფორმას.

კამპანიის მიმდინარეობისას GeNPUD მა მწუხარება გამოხატა საქართველოს ტყეებში გაჩენილ ხანძართანდაკავშირებით, გაიზიარა  სამოქალაქო პასუხისმგებლობა  და კამპანიით  გამოეხმაურა  ხანძრის  შედეგად დაზიანებული  ‘’მწვანე რესურსის’’ აღდგენის მნიშვნელობას. GeNPUD მა გამოხატა მზაობა წვლილი შეიტანოს და დაეხმაროს საზოგადოებას ყველა იმ საშუალებით, რაც მომავალში აუცილებელი იქნება დანაკარგის მაქსიმალურადშემსუბუქებისთვის.

კამპანიის ფარგლებში მოხდა საინფორმაციო გზავნილების მომზადება ბოლო დროს სხვადასხვა სინთეტური ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებით გამოწვეული გაზრდილი ზედოზირების შემთხვევების რისკის თავიდან ასაცილებლად. საინფორმციო მასალა მოამზადა ექსპერტებმა: დათო ოთიაშვილი, ხათუნა თოდაძე, ირმა კირთაძე, მაკა გოგია, თამუსია სირბილაძე.  შესაბამისად მოსახლეობას და მოწყვლად პოპულაციას კამპანიის ფარგლებში მიეწოდა საჭირო ინფორმაცია ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შედეგად ზედოზირების თავიდან აცილების და პირველადი დახმარების გზების შესახებ. აქციის მიმდინარეობისას მოხდა ზედოზირების შესახებ და უფლებრივი კუთხით ინფორმაციის გავრცელება მოსახლეობაში ზიანის შემცირების პროგრამის ფაგლებში შექმნილი საინფორმაციო მასალებისა და ზეპირი ინფორმაციის სახით.

იხილეთ ფოტო - საინფორმაციო მასალა

კამპანიის მიმდინარეობისას ზიანის შემცირების სერვის ცენტრებში მოწვეულ იქნა ექიმი ნარკოლოგები და სფეროს ექსპერტები, რომლებმაც თანასწორგანმანათლებლებს ჩაუტარეს საინფორმაციო/საგანმანათლებლო შეხვედრები ზედოზირების საკითხებზე.

საქართველოში ზედოზირების ფაქტების ოფიციალური სტატისტიკური ციფრები არ გვაქვს, მაგრამ დარგში მომუშავე სპეციალისტები ყოველწლიურად არაოფიციალურად ვარაუდობენ რამოდენიმე ათეულ ლეტალურ შემთხვევებს. აღსანიშნავია საქართველოში წლების განმავლობაში არსებული არასახარბიელო სიტუაცია, როდესაც მაგალითად 2014 წლის აგვისტომდე სამედიცინო დაწესებულებებს და ექიმებს ეკისრებოდათ კანონისმიერი ვალდებულება ზედოზირების შემთხვევები პოლიციისათვის ეცნობებინათ, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბრის #239/ნ-ე ბრძანებულების მიხედვით. სადავო ბრძანება ეწინააღმდეგებოდა მსხვერპლის ან ზედოზირების შემსწრეების სურვილს შემთხვევის შესახებ სასწრაფო სამედიცინო დახმარებისათვის მიემართათ. ასეთი კანონის გამო არაერთი შემთხვევა ადამიანების გარდაცვალების მიზეზი გამხდარა. „ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის“ ინიციატივით, ზიანის შემცირების და ნარკოპოლიტიკის დარგში მომუშავე ორგანიზაციების და აქტივისტების აქტიურობით 2014 წლის 11 აგვისტოს მითითებულ ბრძანებაში შევიდა ცვლილება და ამჟამად სამედიცინო სერვისის მიმწოდებლებს აღარ აქვთ ვალდებულება ნარკოტიკული ზედოზირების მდგომარეობის შემთხვევაში აცნობონ პოლიციას. ახალი ცვლილებები ნარკო კანონმდებლობაში პროგრესული ნაბიჯი იყო, მაგრამ საქართველოს რეგიონში ისევ ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი და არადამიანური ნარკოპოლიტიკა აქვს და ასეთი პოლიტიკის გამო ძალიან ბევრი მსხვერპლია, ცალკეული პიროვნების, მისი ოჯახის და მთლიანად საზოგადოების სახით.

საქართველოში ზედოზირების პრევენციის მხრივ ასევე ძალიან მნიშვნელოვან პრობლემად კვლავ რჩება ზედოზირების წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მედიკამენტის ნალოქსონის ხელმისაწვდომობა, რადგან რეფორმის შედეგად სარეცეპტო სისტემის შემოღებით ნალოქსონზე ხელმისაწვდომობაც შეიზღუდა. ნალოქსონი არის იაფი, უსაფრთხო, არანარკოტიკული, მაღალეფექტური სამედიცინო პრეპარატი, რომელიც ზედოზირების შემთხვევაში სწრაფად მოქმედებს. ნალოქსონი შეტანილია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ძირითადი მედიკამენტების სიაში, ხოლო მისი თავისუფლად ხელმისაწვდომობა კი კრიტიკული საკითხია არამარტო ნარკოტიკების მოხმარების, არამედ სხვა შესაბამისი მედიკამენტების ზედოზირების შემთხვევების გამო ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად.

კამპანიის ფარგლებში GeNPUD ის მიერ პრეპარატ „ნალოქსონის“ ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით მომზადდა განცხადება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის სახელზე.

კამანიის ფარგლებში მომზადდა კამპანიის ფეისბუქ/ივენთის გვერდი, სადაც განთავსდა ინფორმაცია კამპანიის ფარგლებში ღონისძიებების შესახებ და  სხვადასხვა პრაქტიკული ინფორმაცია:

https://www.facebook.com/events/814713922036578/?fref=ts

 

კამპანიის ფარგლებში მომზადდა პრომომასალა (მაისურის თემატური სამი სახეობა), რომელიც დაგზავნილ იქნა 10 ქაქლაქში. აქციის მონაწილეები კამპანიის მიმდინარეობისას ატარებდნენ თემატურ მაისურებს, რომელიც ასევე გავრცელებულ იქნა მოსახლეობაში.

 

აქცია გაშუქდა მასმედიის საშუალებით:

(პულსი) - https://www.youtube.com/watch?v=StmBOliZp8w 

(newpres)-http://newpress.ge/justiciis-saxlis-win-zedozirebit-gardacvlilta-xsovnis-pativsacemad-kviparisebs-dargaven

(ლიბერალი) - http://liberali.ge/news/view/31048/31-agvisto-zedozirebaze-tsnobierebis-amaghlebis-dghea 

 

მომხმარებელთა ქსელისა და ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის მიერ ორგანიზებული კამპანია შეუერთდა გლობალურ კამპანიას, რომლის მთავარი გზავნილია:

ზედოზირებით გამოწვეული სიკვდილის თავიდან აცილება შესაძლებელია  - Overdose death is preventable

 

დროა გვახსოვდეს, დროა მოქმედების   - Time to Remember, time to Act

 

ინფორმაცია განთავსდა გლობალური კამპანიის ივენთის გვერდზე: https://www.overdoseday.com/category/georgia/

 

ეროვნული კამპანია მხარდაჭერილ იქნა შემდეგი ორგანიზაციების მიერ:

გლობალური ფონდი (Global Fund)

მსოფლიო ექიმები - საფრანგეთი (MDM)

რეგიონალური პროექტი - "ზიანის შემცირება მუშაობს - დააფინანსეთ!"

 

ნარკოპოლიტიკა

ნარკოვითარება საქართველოში 2014

ნარკოვითარება საქართველოში 2013

ნარკოვითარება საქართველოში 2012

ნარკოვითარება საქართველოში 2010

ნარკოვითარება საქართველოში 2008

ნარკოვითარება საქართველოში 2005

ნარკოვითარება საქართველოში 2004

ნარკოვითარება საქართველოში 2003

 

საბჭოთა კავშირის რღვევის შემდეგ ნარკოკანონმდებლობა საქართველოში რამდენჯერმე შეიცვალა. 2002 წელს წამალდამოკიდებულება დაავადებად აღიარეს, მაგრამ ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში შესაბამისი ცვლილებები არ შესულა, რის გამოც ეს კანონმდებლობა დღემდე წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უფლებების უმთავრეს პრინციპებთან: ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებული ადამიანი ერთსა და იმავე დროს  ავადმყოფიც არის და დამნაშავეც.  

პრეზიდენტის  საკანონმდებლო ინიციატივის შემდეგ კანონი გამკაცრდა. ახლა საქართველოს პოსტსაბჭოთა რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი და რეპრესიული ნარკოპოლიტიკა აქვს: ნარკოტიკულ საშუალებათა მცირე ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა ან მოხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე 500-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს, ერთი წლის განმავლობაში იგივე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კი მოქმედებაში მოდის სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი, რომელიც  2000 ლარით დაჯარიმებას, ან თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული „ნულოვანი ტოლერანტობა“ ნარკოტიკების მომხმარებელთა დევნაში გადაიზარდა, პოლიციელთა „გონივრული ეჭვის“ ნიადაგზე კი ათასობით მოქალაქემ ნარკოტესტირება გაიარა. ამ პოლიტიკის შედეგად ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებულების გამო ათასობით ადამიანი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხვდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივა ჯორჯიას“ მონაცემებით, ყოველწლიურად საქართველოში ნარკოდამოკიდებულების გამო სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში  სულ მცირე 1500 ადამიანი ხვდება, ამ პოლიტიკის გატარების სამართლებრივ პროცედურებზე კი დაახლოებით 18 მილიონი ლარი იხარჯება.

 ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკა ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებულ პირთა მიმართ რეპრესიულია და მაგალითად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი მოჰყავს. „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის თანახმად, ნარკოტიკული საშუალებების ფლობა ნებისმიერი ოდენობით  სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს. მუხლში ნარკოტიკების მომხმარებელი და გამსაღებელი ერთმანეთისგან გამოჯნული არ არის. ამავე მუხლის მიხედვით, ნარკოტიკული საშულების, მისი ანალოგის, ან პრეკურსორის დამზადება, შეძენა-შენახვა ან გასაღება მცირე ოდენობით ისჯება 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთით, დიდი ოდენობით  ნარკოტიკული ნივთიერების (ჰეროინის შემთხვევაში დიდ ოდენობად ითვლება  0,2-1 გრამი) შენახვა ისჯება 7-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების (ჰეროინის შემთხვევაში 1 გრამზე მეტი) შენახვა კი 8-დან 20 წლამდე თავისუფლების, ან უვადო თავისუფლების აღკვეთით. მაშინ როდესაც, იგივე კანონმდებლობა, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) შემთხვევაში ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7-დან 12 წლამდე, გაუპატიურების შემთხვევაში _ თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით, ხოლო განზრახ მკვლელობის შემთხვევაში _ 7-დან 15 წლამდე ვადით. სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი კი ნარკოტიკული საშუალებების განმეორებითი მოხმარების შემთხვევაში ადამიანს ციხეში უშვებს.

გარდა ამისა, ქართული კანონმდებლობით ნარკოტიკული საშუალებების ოდენობები სათანადოდ განსაზღვრული არ არის. 2003 წლის პარლამენტის დადგენილებაში, რომელშიც განსაზღვრულია ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების ოდენობები, საკმაოდ ბევრ ნივთიერებას არა აქვს განსაზღვრული მცირე ოდენობა, რის გამოც ნებისმიერი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო ფლობა დიდ ოდენობად ითვლება და სასჯელის მკაცრ ზომას ითვალისწინებს. ქართული კანონმდებლობა ერთმანეთისგან არც მსუბუქ და მძიმე ნარკოტიკულ საშუალებებს მიჯნავს.

„ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის“ აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ზაალიშვილი აცხადებს, რომ რეპრესული ნარკოპოლიტიკის მიუხედავად საქართველოში ნარკომომხმარებელთა რიცხვი გაიზარდა. ის საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ და ორგანიზაცია „ბემონის“ მიერ  2013 წლის მარტში გამოქვეყნებული კვლევის შედეგებს იმოწმებს: „კვლევებმა აჩვენა, რომ ნარკომომხმარებელთა რაოდენობა 40 ათასიდან 45 ათასამდე გაზარდა. ნარკოდანაშაულთან ბრძოლის ფართოდ დეკლარირებულმა კამპანიამ გამოიწვია ის, რომ დღეს საქართველოში ნარკომომხმარებელთა ნაწილი უფრო მეტად დამაზიანებელი  ე.წ. კუსტარული ნარკოტიკების მოხმარებაზე გადავიდა“.

მსოფლიო გამოცდილებამ აჩვენა, რომ ნარკოტიკების „შავ ბაზარს“ ადაპტაციის იშვიათი უნარი აქვს და მისი სტრუქტურა და შემადგენლობა ძალოვანების მეთოდების კვალდაკვალ შესაშური სისწარაფით იცვლება. ნარკოდანშაულთან ბრძოლის ფართოდ დეკლარირებული კამპანიის ფონზე  ნარკოტიკების ქართული ბაზრის სტრუქტურაც შეიცვალა. ბოლო წლებში, საქართველოში მნიშვნელოვნად შემცირდა ჰეროინისა და სუბოტექსის  ფიზიკური და ფინანსური ხელმისაწვდომობა. სამაგიეროდ, შავ ბაზარზე კუსტარული, ბევრად უფრო იაფი და დამაზიანებელი ნარკოტიკები: „ვინტი“, „ჯეფი“ და  „ნიანგი“ გამოჩნდა. მათი მოხმარება კი გადაჯაჭვულია ზედოზირებასთან, რაც სიკვდილიანობის რისკის ზრდას იწვევს.

ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის  და ნარკოკომისიის წევრი პაველ ბემი მიიჩნევს, ქართული ნარკოპოლიტიკა დასახვეწია. ის ამბობს, რომ ნარკოტიკის მოხმარება არ უნდა იყოს განხილული, როგორც მხოლოდ დანაშაული და სამართლებრივი სანქციებით რეგულირებადი სფერო,  დასჯაზე მიმართული პოლიტიკის ადგილი კი საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე ორიენტირებულმა მიდგომებმა უნდა დაიკავოს: „ნარკოტიკებისგან სრულიად თავისუფალ სამყაროზე ოცნება უტოპიაა. ამ პრობლემის ბოლომდე აღმოფხვა შეუძლებელია. უკანასკნელი 20 წლის გამოცდილებამ აჩვენა, რომ ნარკომომხმარებელთა ციხეში გამოკეტვა ძალიან არაეფექტურია და ძალიან ძვირი უჯდება სახელმწიფოს მათი ციხეში შენახვა. ამით კი ვკარგავთ რესურსს მათი მკურნალობისა და რეაბილიტაციისთვის. მსოფლიო გამოცდილებით, ნარკოტიკების მომხმარებელთა დეკრიმინალიზაციას ბევრი პოზიტიური შედეგი აქვს. დეკრიმინალიზაციის პროცესში ადვილია წვდომა ე.წ. დამალულ ნარკომომხმარებლებთან, რომლებსაც ჯანდაცვის სფეროსთან კონტაქტი არ აქვთ. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ საქართველოში არსებული 45 ათასი ნარკომომხმარებლიდან ჯანდაცვის სერვისებით მხოლოდ ერთი მეოთხედი სარგებლობს. ეს ნიშნავს, რომ დანარჩენი ნარკომომხმარებელი შეიძლება დაავადდეს შიდსით, ან ცე ჰეპატიტით და ამით საფრთხე შეუქმნან დანარჩენ საზოგადოებასაც“. ბემი ამბობს,  რომ დასჯაზე მიმართული ნარკოპოლიტიკის შესაცვლელად  უცხოეთის საუკეთესო გამოცდილების ქართულ გარემოსთან ადაპტაციაა აუცილებელი.

ექსპერტები საუკეთესო გამოცდილებად პორტუგალიაში ჩატარებულ რეფორმას ასახელებენ. პორტუგალიამ ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციითა და მკურნალობაზე ორიენტირებული მიდგომებით 10 წლის განმავლობაში მკვეთრად შეამცირა ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვი, ნარკომოხმარებით ინფიცირების მასშტაბი და მკვეთრად გაზარდა პოლიციის მიერ ნარკოტიკების ბრუნვიდან ამოღების მაჩვენებელი.

ნარკოკანონმდებლობის გადახედვა და მასში ცვლილებების შეტანა საქართველოს პარლამენტში საშემოდგომო სესიისთვისაა დაგეგმილი. 2012 წლის დეკემბერში  ახალი მოწვევის პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი გამოვიდა ახალი საკანონმდენლო ინიციატივით, რომელიც მიზნად ისახავს ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციას. ინიციატივა გლობალური ფონდის ექსპერტთა ჯგუფის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს ეყრდნობა და ის  ნარკოტიკების მოხმარების გამო  სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გაუქმებას ითვალისწინებს. მაგრამ, ამასთან ერთად მასში შემოთავაზებულია 3500-ლარიანი ჯარიმა ერთი წლის მანძილზე მესამედ და მეტჯერ განმეორებით მოხმარების შემთხვევაში, რაც 6-ჯერ აღემატება საქართველოში საშუალო შემოსავალს.

მისია

ნარკოტიკების მომხმარებელთა მობილიზაციისა და შემდგომი უნარების გაძლიერების გზით, ისევე როგორც მათი ჩართვით გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე, ვახორციელებთ მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ადვოკაციას, რათა მოხდეს გავლენის მოხდენა გადაწყვეტილების მიმღებებზე ზიანის შემცირების პროგრამებში ინვესტირების და ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციის მიზნით.

წვლილი შეგვაქვს ნარკოტიკების მომხმარებლებისათვის ზიანის შემცირების, სამედიცინო, დიაგნოსტიკური, სოციალური და სარეაბილიტაციო მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში.

ნარკოტიკების მომხმარებელთა რესოციალიზაციისა და რეინტეგრაციის მიზნით ვამაღლებთ საზოგადოებრივ ცნობიერებას და ვცვლით საზოგადოებრივ დამოკიდებულებებსა და მიდგომებს.

 

ხედვა

ჩვენ როგორც ნარკოტიკების მომხმარებელთა თემს გვინდა,  შევქმნათ გარემო ლიბერალური ნარკოპოლიტიკით, სადაც ნარკოტიკების მოხმარებლები იქნებიან უზრუნველყოფილნი ადამიანის ფუნდამენტური უფლებებით, მათ შორის მიუწვდებოდეთ ხელი ზიანის შემცირების, პროფილაქტიკურ და სარეაბილიტაციო პროგრამებზე, ისევე როგორც სასიცოცხლო მნიშვნელობის სამკურნალო საშუალებებზე, რაც ხელს შეუწყობს მათ სოციალურ რეინტეგრაციას და რესოციალიზაციას.