აივ ინფექცია/შიდსის გავრცელება საქართველოში

მართალია, მსოფლიო სტატისტიკით საქართველო მიეკუთვნება აივ ინფექცია/შიდსის დაბალი პრევალენტობის ქვეყნებს და, რაც კიდევ უფრო საინტერესოა, ამ ქვეყნებს შორისაც ერთ-ერთი ყველაზე ბოლო ადგილი უკავია, მაგრამ, მეორეს მხრივ, შიდსის ეპიდემიის კანონზომიერებიდან გამომდინარე, აივ ინფიცირებულების სავარაუდო რიცხვი საქართველოში 6000-ს უტოლდება. ეს კი ისეთი მცირერიცხოვანი ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, უკვე საკმაოდ სოლიდური რიცხვია.

საქართველოში აივ ინფექცია/შიდსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა 1989 წელს.

საქართველოში აივ ინფექციის რეგისტრირებულ შემთხვევათა რიცხვი

საქართველოში 2015 წლის 1 ივნისის მონაცემებით ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში რეგისტრირებულია: 

აივ-ით ინფიცირების 4998 შემთხვევა

3685
 - მამაკაცი 

1313 - ქალი 

პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდეა.  
 

შიდსი განუვითარდა 2960 პაციენტს, 1023 გარდაიცვალა.

2015 წელს გამოვლინდა 303 ახალი შემთხვევა. არვ მკურნალობაზეა 2705 (მათ შორის აფხაზეთში - 328) პაციენტი. 

 აივ ინფიცირებულთა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით : 

აივ ინფიცირებულთა განაწილება რეგიონების მიხედვით :

 

 

 

საქართველოში გამოვლენილი აივ-ინფექციის ახალ შემთხვევათა დინამიკა წლების მიხედვით :