26 ივნისს, ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელისა (GeNPUD) და ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის“ (GHRN) ორგანიზებით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გაიმართა საპროტესტო/სოლიდარობის აქცია. აქციის მსველობისას, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსულმა აქტივისტებმა, მათი ოჯაის წევრებმა და მხარდამჭერებმა, შსს წინ გაშალეს დიდი ზომის ბანერი, წარწერით - არ დასაჯო !