საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის განცხადება

საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა არის თანასწორუფლებიანობის პრინციპზე დაფუძნებული გაერთიანება, რომლის მიზანია საქართველოში არაეფექტური სადამსჯელო ნარკოპოლიტიკის ცვლილება და იმ ზიანის შემცირება, რომელიც საზოგადოებას ადგება ნარკოტიკების მოხმარების და მოქმედი ნარკოპოლიტიკის შედეგად

 

საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა მიესალმება საკოორდინაციო საბჭოს მუშაობის განახლებას და გამოთქვამს იმედს, რომ საბჭო შეიტანს დადებით წვლილს ნარკოპოლიტიკის რეფორმის პროცესში. პლატფორმა თვლის, რომ აუცილებელია ფუნდამენტური საკანონმდებლო და ინსტიტუციური ცვლილებები, რათა სახელმწიფო რესურსები მიიმართოს პრევენციის, ზრუნვის და დახმარების პროგრამებზე და შეწყდეს სამართალდამცავთა მიერ მომხმარებლის დევნა. დაუშვებლად მიგვაჩნია, რომ აღნიშნული პრობლემა დავიწროვდეს ერთ კონკრეტულ ნივთიერებამდე, ან კონკრეტული სასჯელის ტიპამდე და მათი ცვლილებით ამოიწუროს მთლიანი რეფორმა. პლატფორმა აფიქსირებს მყარ პოზიციას, რომ საკანონმდებლო ცვლილებები მიმართული უნდა იყოს შემდეგ ძირითად საკითხებზე:

  • გაუქმდეს ნარკოტიკული საშუალების მოხმარება/მცირე ოდენობით ფლობისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა;
  • გადაიხედოს და შემსუბუქდეს ნარკოტიკული საშუალებების პირადი მოხმარებისათვის ფლობისთვის და ნარკოტიკულისაშუალებისშემცველიმცენარისპირადი მოხმარებისათვისდათესვა, მოყვანაანკულტივირებისათვის განსაზღვრული სანქციები;
  • დადგინდეს ნარკოტიკული საშუალებების ადეკვატური და სამართლიანი მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები;
  • შეიცვალოს არსებული იძულებითი ნარკოტესტირების პრაქტიკა;
  • გაუქმდეს ნარკოტიკულ დანაშაულში მსჯავრდებულ პირთათვის დამატებით სამოქალაქო უფლებების შეზღუდვის მექანიზმი.

გასატარებელ ცვლილებებზე პლატფორმას აქვს  პოზიტიური დღის წესრიგი, რომლითაც მზად არის, უშუალო სამუშაო პროცესში ჩაერთოს სახელმწიფო უწყებებთან და ერთობლივი ძალისხმევით გადაიდგას საჭირო ნაბიჯები. ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა აგრძელებს აქტიურ კომუნიკაციას საკანონმდებლო ხელისუფლებასთან და უახლოეს მომავალში (საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე) პარლამენტს წარუდგენს კონკრეტულ კონცეფციას და საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომლის საფუძველზეც შესაძლოა დაიწყოს კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებზე მსჯელობა.

ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა მოუწოდებს უწყებათაშორის საბჭოს და საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების, ექსპერტებისა და თემით დაინტერესებული პირების ჩართულობა პოლიტიკის რეფორმირების პროცესში. ჩვენ გამოვთქვამთ მზადყოფნას, ამ საკითხებზე აქტიურად ვითანამშრომლოთ საბჭოსთან და მასში წარმოდგენილ უწყებებთან.

 

საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის წევრები:

 

  1. ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელი (GeNPUD)
  2. თეთრი ხმაურის მოძრაობა
  3. 2 ივნისის მოძრაობა
  4. დამოკიდებულების კვლევითი ცენტრი - ალტერნატივა ჯორჯია
  5. ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი (GHRN)
  6. ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელი
  7. საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაცია
  8. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  9. საქართველოს ადიქტოლოგთა ასოციაცია
  10. საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიცია
  11. პაციენტთა თემის საკონსულტაციო საბჭო (Ge-CAB)
  12. საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA)
  13. კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი - (CTC)
  14. სამედიცინო ცენტრი „ურანტი“
  15. კლინიკა “ნეოგენი”
  16. ახალი ვექტორი
  17. კონსტიტუციის 42-ე მუხლი
  18. საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი “თანადგომა”
  19. ჰეპა პლიუსი
  20. რუბიკონი
  21. ნაბიჯი მომავლისკენ
  22. ქალთა საერთაშორისო ორგანიზაცია “აკესო”
  23. ახალგაზრდა ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია “ქსენონი”
  24. კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი
  25. რეალური ხალხი რეალური ხედვა
  26. პოზიტიური არჩევანი
  27. იმედი, ბათუმი
  28. ფენიქსი 2009
  29. ჰერა XXl
  30. ახალი გზა
  31. გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი (GIP)
  32. ევროპელი სტუდენტები თავისუფლებისთვის
  33. ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის
  34. საზოგადოებრივი გაერთიანება „ბემონი“
  35. დაავადებათა პრევენციის, კონტროლისა და გაუვრცელებლობის ასოციაცია
  36. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
  37. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება
  38. ფონდი ღია საზოგადოება საქართველო (OSGF)
  39. ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი "კამარა"
  40. მსოფლიო ექიმები, საფრანგეთი- საქართველოს წარმომადგენლობა (MDM)
  41. ქალთა კლუბი “პეონი”