ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის" განცხადება

მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას დაუყონებლივ მიიღოს შესაბამისი ზომები გიორგი ადეიშვილის საქმესთან დაკავშირებით და დაადგინოს გიორგი ადეიშვილის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები და გაატაროს დრომოჭმული სისტემის ცვლილებები.

გიორგი ადეიშვილი ისანი-სამგორის მე-2 განყოფილების პოლიციელებს ნარკოტიკული საშუალების ჩადებაში ადანაშაულებს. გიორგი ადეიშვილის ადვოკატის, როლანდ ასაკაშვილის განცხადებით, მათ ამ საკითხის გამოსაძიებლად შსს-ს გენინსპექციას 17 ნოემბერს მიმართეს, მაგრამ დღემდე გიორგი ადეიშვილის მიმართ პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების საქმესთან დაკავშირებით გენინსპექციას საქმის შესწავლა ამ დრომდეც არ დაუწყია, უფრო მეტიც გაგრძელდა უდანაშაულო და მშრომელი ადამიანის სისხლის სამართლებრივი დევნა.
ამა წლის 14 ნოემბერს გიორგი ადეიშვილი იმყოფებოდა დიდ დიღომში, როდესაც გააჩერა ავტომანქანა და მაღაზიაში პროდუქტების შესაძენად გადმოვიდა. მასთან ამ დროს მივიდა სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული 5 პირი. მათ მას სახელით მიმართეს. უთხრეს, რომ იგი ინახავდა მარიხუანას, და ამიტომ ვიზუალური დათვალიერება ჩაუტარეს, მაგრამ მას ვერაფერი უპოვეს, გადაიყვანეს ისანი-სამგორის პოლიციის მე-2 განყოფილებაში. პოლიციის თანამშრომლები აიძულებდნენ, რომ კონკრეტულ პირთან ასულიყო, მოეწიათ ბიო, ხოლო ამის შემდეგ პირდებოდნენ, რომ მას „შეეშვებოდნენ“. ვინაიდან ადეიშვილმა ამაზე უარი განაცხადა, მას შემდეგ ის არჩევანის წინაშე დააყენეს. უთხრეს, თუ ბიოს ამა და ამ პირთან სახლში აიტანდა, პრობლემა არ ექნებოდა და გაუშვებდნენ. თუ არადა, აქედან ერთ-ერთი მას უნდა აეღო.
მორიგი საქმე კიდევ ერთხელ იმის დასტურია, რომ დღეს მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა ადამიანებს კლავს! საქართველო კვლავ გამოირჩევა სრულიად არაჰუმანური, არაცივილიზირებული და მკვლელი ნარკოპოლიტიკით, რაც იწვევს საზოგადოების სიღარიბეს და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევას, მათ შორის სიცოცხლის უფლების და ტანჯვის, არაადამიანური, ღირსების შემლახავი მოპყრობისგან დაცვის უფლების დარღვევას.
ყოვლად შემაძრწუნებელია, რომ ჩვენს ქვეყანაში დღეს მოქმედი ტოტალიტარულ დევნაზე დაფუძნებული სისტემის გადმონაშთი მკვლელი ნარკოპოლიტიკის გამო მრავალმა ახალგაზრდა ადამიანმა უკვე თვითმკვლელობითაც დაასრულა სიცოცხლე, აგრეთვე მიუხედავად არაერთი საარჩევნო დაპირებებისა დღევანდელი არჩეული ხელისუფლება კვლავ არ არის მოწოდებული ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის ცვლილებებისთვის და კვლავ მასობრივად ახორციელებს ახალგაზრდების დაპატიმრებას, ჩვენი ოჯახების დევნას, დანაშაულის ზრდას, პროგრესის და ჩვენი საზოგადოების ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლას. 
თანამედროვე განვითარებული ქვეყნების ხელისუფლება და საზოგადოება სულ უფრო მეტად თანხმდება, რომ ამა თუ იმ ქვეყნის დემოკრატიულობისა და განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზომი ქვეყანაში არსებული ადამიანის ფუნდამენტური უფლებების და თავისუფლებების დაცვასა და ჯანდაცვაზე ორიენტირებული პრაგმატული ნარკოპოლიტიკაა. საქართველოში კი არსებულმა რეპრესიულმა ნარკოპოლიტიკამ არაერთი უარყოფითი შედეგი მოგვიტანა, როგორც ნარკოტიკების მომხმარებლებისათვის, ასევე ჩვეულებრივ ჩვენი საზოგადოებისთვის და ამგვარად ზოგადად ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის.
ასევე მოახლოებული ადამიანის უფლებების საერთაშორისო დაცვის დღესთან დაკავშირებით 2016 წლის 7 დეკემბერს 18:00 საათზე თბილისში პარლამენტის შენობის წინ - 
ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის (Genpud) ინიციატივით, „თანადგომის“ და „საქართველოს ზიანის შემცრიების ქსელის" (GHRN) ორგანიზებით და მხარდაჭერით“ გაიმართება მანიფესტაცია საქართველოში მკველილი ნარკოპოლიტიკის შესაცვლელად.
შემოურთდით ჩვენს აქციას და მოვითხოვოთ სახელმწიფოსგან მკვლელი ნარკოპოლიტიკის დაუყონებლივ შეცვლა.