ტრენიგი ოპიოიდებით და სტიმულატორებით გამოწვეულ ზედოზირებასა და ნარკოტიკების მოხმარებისას სარისკო ქცევებთან დაკავშირებით

ახალი ვექტორის ოფისში 31 იანვარს ჩატარდა ტრენიგი ოპიოიდებით და სტიმულატორებით გამოწვეულ ზედოზირებასა და ნარკოტიკების მოხმარებისას სარისკო ქცევებთან დაკავშირებით. ღონისძიებას ესწრებოდა სათემო ორგანიზაციების „ახალი ვექტორისა“ და „აკესოს“ წარმომადგენლები და ბენეფიციარები. მონაწილეებისთვის გაზიარებულ იქნა ინფორმაცია ოპიოიდებით და სტიმულატორებით ზედოზირების ნიშნების შესახებ, ასევე ზედოზირებისას პირველად დახმარებასა და ნალოქსონის მოხმარების წესების ინსტრუქციაზე. განხილულ იქნა რეკომენდაციები ნარკოტიკების მოხმარებისას რისკების კატეგორიებსა და სხვადასხვა სისხლით გადამდები ინფექციების გავრცელების პრევენციაზე. ორგანიზაციის სახელით მადლობას ვუხდით Irma Kirtadze საინტერესო, ინფორმაციული და პრაქტიკული ღონისძიების ფასილიტაციისა და ორგანიზებისთვის.
ჯანმოს მიერ აღიარებული 9 ინტერვენცია ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლებისთვის:
1. შპრიცების და ნემსების პროგრამა
2. ოპიოიდების ჩანაცვლების თერაპია და ნარკოიტკულ საშუალებებზე დამოკიდებულების სხვა მკურნალობა
3. ნებაყოფლობითი კონსულტრიება-ტესტირება აივ ინფექციაზე
4. ანტირეტროვირუსული მკურნალობა
5. სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების მკურნალობა
6. კონდომების პროგრამა ნიმებისა და მათი პარტნიორებისთვის
7. სამიზნე ინფორმაცია, განათლება და კომუნიკაცია
8. ვირუსული ჰეპატიტების პრევენცია, ვაქცინაცია, დიაგნოსტირება და მკურნალობა
9. ტუბერკულოზის პრევენცია, დიაგნოსტირება და მკურნალობა
კვლევებზე დაფუძნებული ინფორმაცია:
აივ-ინფექციით ინფიცირების რისკი:
http://www.cdc.gov/hiv/policies/law/risk.html
კონტაქტის სახე, დაინფიცირების რისკი ყოველ 10,000 კონტაქტზე
სისხლის გადასხმა: 9,250
ნემსის გაზიარება ნარკოტიკების ინექც. მოხმ.: 63
კანქვეშ (ნემსის შერჭობა): 23
დაუცველი, პასიური ანალური კონტაქტი: 138
დაუცველი, აქტიური ანალური კონტაქტი: 11
დაუცველი ჰეტეროსექსუალური კონტაქტი-ქალი: 8
დაუცველი ჰეტეროსექსუალური კონტაქტი - კაცი: 4
ორალური კონტაქტი (ორივე პარტნიორისთვის): დაბალი
კბენა: უმნიშვნელო
შეფურთხება: უმნიშვნელო
C ჰეპატიტით ინფიცირების რისკი:
http://www.hpsc.ie/A-Z/EMIToolkit/appendices/app23.pdf
კონტაქტის სახე - დაინფიცირების რისკი %
ნემსის შერჭობა: 0-დან 10% 
HCV რნმ იდენტიფიცირებადი წყაროდან ნემსის შერჭობით: 6.1%
ინფიცირებული ქირურგის მიერ ოპრაციის ჩატარებისას: 0-დან 3.7%
ტატუირება: 2.73 (95% CI 2.38-3.15)
დაუცველი ჰეტეროსექსუალური კონტაქტი - ხანგრძლივი მონოგამური კონტაქტის შემთხვ: 0-დან -3% (2.5% ოცი წლის და მეტი ურთი)
კბენა: უცნობია
ინფიცირებული სისხლის თვალში მოხვედრა: უცნობია