„ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის“ განცხადება

„ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელი“ რეპერების - Young Mic (მიშკა მგალობლიშვილს) და Kay G (გიორგი ქებურიას) დაკავებას პოლიციის მორიგ ყოველგვარ ზღვარგადასულ ქმედებად აფასებს და თანადგომას უცხადებს ბრალდებულებს.

მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურას და სასამართლოს დაუყონებლივ მიიღოს ყველა შესაძლო ზომა სამართლიანობის დასადგენად!

ამ შემთხვევაშე საქმე ნარკოტიკების პირადი მოხმარების მიზნებისთვის ჩადენილი ქმედებების გასცდა და მოიცვა უფრო მეტად აღვირახსნილად ისეთი ფუნდამენტური უფლების დარღვევა, როგორიცაა გამოხატვის თავისუფლება.

სამართალდამცველებმა პირადი ჩხრეკისას ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალება „მდმა“ ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების, კერძოდ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

ევროპის მასშტაბით არაჰუმანურ და ყველაზე სასტიკი ნარკოპოლიტიკას არანაირი საზღვარი აღარ აქვს. კიდევ ერთხელ, ეხლა უკვე ხელოვნების გამო ახალგაზრდების დევნას, წამებას და მათი ღირსების შელახვა ყოველგვარ ზღვარს სცდება.

საზოგადოებაში გავრცელებული დამაჯერებელი ვერსიით ბრალდებული რეპერების დაკავება არა ნარკოდანაშაულს არამედ სწორედ პროექტ „ბირჟა მაფიის” ბოლო ნამუშევარს, ვიდეოკლიპს „TSL შავი ზედა”-ს უკავშირდება, სადაც პოლიციელია ჯაჭვით ძაღლის როლში გაშარჟებული. აღნიშნულს ისიც ადასტურებს, რომ დაკავებამდე ბრალდებულებს დაემუქრნენ ასეთი შარჟების გამო შურისძიებით დაემუქრნენ.

ამ ფაქტთან დაკავშირებითაც მომხდარი შემთხვევის გამო უპირობო პასუხისმგებელი ქვეყანაში არაეფექტური ნარკოპოლიტიკის განმახორციელებელი აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების ყველა შტოს წარმომადგენლები და მისი უშუალო ხელმძღვანელები არიან.

„ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელს“ მიაჩნია, რომ ზოგადად სასამართლო ხელისუფლებაზეა ჯერი, რომელსაც შეუძლია გამოიყენოს შიდა და საერთაშორისო კანონმდებლობით არსებული ყველა საშუალება იმისათვის, რომ შეძლოს სამართლიანი სასამართლო პრაქტიკის დამკვიდრება და ქვეყანაში არსებული რეპრესიული ნარკოპოლიტიკის ერთხელ და სამუდამოდ კანონიერ და სამართლიან მარწუხებში მოქცევა.