ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელი ეხმაურება ფესტზე“ მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას

მოგიწოდებთ,გთხოვთ არ მოიხმაროთ ის ნივთიერება,რომლის შესახებაც ინფორმაციას არ ფლობთ. 
ჩვენ ველოდებით , როდის ეყოფა მთავრობას გამბედაობა ჩამოართვან შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქალაქეების მართვის ბერკეტი და შეცვალონ ნარკოპოლიტიკა ისეთნაირად, რომ ის იყოს მიმართული ნარკომოხმარების პრევენციაზე, წამალდამოკიდებულ ადამიანთათვის საჭირო საამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობაზე და ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციაზე. ამ მოლოდინში კი იღუპებიან ადამიანები, იღუპებიან ახალგაზრდები, იმიტომ რომ მათ უბრალოდ არ აქვთ ინფორმაცია, ხოლო ყველა მცდელობა ნარკოტიკებზე ღიად საუბრის მედიაში აღქმულია პროპაგანდად. 
ის, რაც მოხდა ჯემფესტზე არც პირველი და არც უკანასკნელი შემთხვევაა, როდესაც ადამიანები გართობის მიზნით იღებენ ნარკოტიკულ საშუალებებს და ეს მთავრდება საუკეთესო შემთხვევაში ჯანმრთელობის დაკარგვით, ხოლო უარეს შემთხვევაში სიკვდილით. რეპრესიული ნარკოპოლიტიკა გარდა იმისა რომ ართმევს ადამიანს თავისუფლებას, ტაბუს ადებს ნარკოტიკულ ნივთიერებებზე ღიად საუბრის და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას.
ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელი, რომელმაც ყველაზე კარგად იცის რა ზიანი მოაქვს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებას გიზიარებთ შემდეგ გამოცდილებას: "ნულოვანი ტოლერანტობის“ გამოცხადების წლებში, როდესაც ბაზრიდან გაქრა ყველა კლასიკური ნარკოტიკი და მაშინდელმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა ნარკომომხმარებლის იმიჯის მარგინალიზაცია, პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში და მათ შორის საქართველოში გაჩნდა კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკი „ჯეფი“
ჯეფმა,ვინტმა,კრაკადილმა ფაქტიურად ჩაანაცვლა კლასიკური ნარკოტიკები.ამ ნარკოტიკების დასამზადებლად საჭირო ინგრედიენტების შეძენა შესაძლებელი იყო ფსიქოტროპულ აფთიაქებში ურეცეპტოდ ისევე როგორც დღეს შესაძლებელია გაბაპენტინის და სხვადასხვა ფსიქოატიური მედიკამენტების შეძენა.
არავინ იცოდა რა ზიანი შეიძლება მოეტანა ამ ნარკოტიკებს.შედეგად აღმოჩნდა,რომ ჯეფი შეუქცევადად აზიანებს თავის ტვინს და 10 დან 9 მომხმარებელი გახდა შშმ პირი.

ის ბიო, რაც დღეს იყიდება ქართულ ბაზარზე მზადდება გაურკვეველი ნივთიერებებით, გაურკვეველ ადგილებში, გაურკვეველი ინგრედიენტებით. როდესაც თქვენ ყიდულობთ და მოიხმართ ბიოს, გარდა იმისა რომ ძალიან ადვილია მასზე ზედოზირება, იმიტომ რომ არავინ აყოლებს ინსტეუქციას თუ რამდენი უნდა მოიხმაროთ და კუსტარულ ლაბორატორიებში უბრალოდ შეუძლებელია ერთი და იგივე პროპორციის დაცვა ყოველ ახალ პარტიაში, თქვენ საკუთარ ჯანმრთელობას აყენებთ გრძელვადიანი რისკის ქვეშ, თქვენ არ იცით რა შეუქცევად დაზიანებებს მოიტანს ესა თუ ის ბიო ან თუნდაც სხვა შეუმოწმებელი ნარკოტიკი. 
70 იანი წლებიდან მოყოლებული ნარკომოხმარებისთვის ადამიანებს უშვებდნენ ციხეში. ეს არათუ ახდენს მოხმარების პრევენციას, არამედ პირიქით. ბაზარზე ჩნდება გაურკვეველი წარმომავლობის სუბსტანციები, ნარკოტიკებს ამზადებდნენ აფთიაქში ლეგალურად ხელმისაწვდომი პრეპარატებით.
იცოდეთ რას მოიხმართ !