განცხადება ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს შეხვედრისა და იუსტიციის მინისტრის განცხადების თაობაზე

"ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის" (Genpud) განცხადება ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს შეხვედრისა და იუსტიციის მინისტრის განცხადების თაობაზე. (https://www.youtube.com/watch?v=SyMUL0UmRaw).

"ნარკოტიკების მომხამრებელთა საქართველოს ქსელს" და "ახალ ვექტორს", როგორც ნარკოტიკების მომხმარებელთა თვითორგანიზაციებს უარი განუცხადა იუსტიციის სამინისტრომ ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომაში მონაწილეობაზე. თემის მონაწილეობა პროცესში გაურკვეველი ვადით იქნა გადაწეული.

სხდომაზე განხილვის საგანი იქნება პლატფორმის (ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა ) ავტორობით საქართველოს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს არსებული ნარკოპოლიტიკის ფუნდამენტურ რეფორმას, კერძოდ, ყველა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების დეკრიმინალიზაციას, ნარკოტიკული დანაშაულისთვის გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი სანქციების ლიბერალიზებას, ნარკოტიკული საშუალებების ოდენობების სამართლიანი წესით განსაზღვრას და ნარკოტიკის მომხმარებელთათვის სამკურნალო-სარეაბილიტაციო პროგრამების გაძლიერებას, ქვეყანაში პირველადი პრევენციული სისტემის დანერგვას. შესაბამისად, სწორედ თემისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხებზე გაიმართება სხდომის მიმდინარეობისას მსჯელობა.

დღეს, იუსტიციის მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადება სხდომის გაუქმებასთან დაკავშირებით (http://liberali.ge/…/tsulukiani-narkopolitikaze-shekhvedra-…) კიდევ უფრო ამყარებს ჩვენს განცდას ხელისუფლების მხრიდან უარყოფას ლიბერალიზაციის სასიცოცხლო მნიშვნელობისა და რეფორმის აუცილებლობის სრულფასოვნად შეფასებაზე. გრძელვადიან პერსპექტივაში ლიბერალიზაციის ბუნდოვანი გადავადება, კი ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის მიერ ფასდება, როგორც ნულოვანი მზაობა ხელისუფლების მხრიდან რეფორმის რეალურად განხორცილების ნებასთან დაკავშირებით. ამ მოსაზრებას საფუძვლად უდევს მინისტრის მკვეთრი პოზიციის ცვლილება, რომელიც მის მიერ გაკეთებული განცხადებების განსხვავებული/ცვალებადი პოზიციონირებით და ხასიათით გამოირჩევა. 
მინისტრის განცხადებაში გამოხატული პოზიცია დეკრიმინალიზაციის გაურკვეველი ვადით გადატანასთან დაკავშირებით, მკვეთრად განსხვავდება 2013 წელს მის მიერ ზიანის შემცირების რეგიონალურ კონფერენციაზე გაჟღერებული მესიჯებისგან: „ემხრობა - ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციას, განისაზღვროს მინიმალური ოდენობები, მომხმარებელი არ უნდა ისჯებოდეს!“

ჩვენთვის ასევე ნიშანდობლივია, რომ არ რჩება სივრცე სათემო ორგანიზაციებისთვის და თემის წარმომადგენლებისთვის სამუშაო პროცესში, სადაც სწორედ თემისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხებზე გაიმართება მსჯელობა. 
აღნიშნული ფაქტი GeNPUD-ის მიერ შეფასდა როგორც შეურაცხმყოფელი და დისკრიმინაციული. ამავდროულად თემის მიერ იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის გზავნილი განხილულ იქნა, როგორც შემაშფოთებელი ინდიკატორი რეფორმის სრულფასოვნად გატარების პერსექტივისთვის. 
თემის არ მონაწილეობით მიმდინარე პროცესი არ არის არც სამართლიანი და არც ჯანსაღი და ხდება თემის დისკრიმინირება საჯარო უწყებების მხრიდან. ჩვენი ვალდებულებაა ამ დროს დავიცვათ თემის უფლებები და შევახსენოთ სახელმწიფოს, რომ წამალდამოკიდებული ადამიანი ისეთივე მოქალაქეა, როგორც ყველა.
მიუხედავად ზემოაღნიშნული გარემოებისა, ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელი სრული პასუხისმგებლობით ეკიდება და აფასებს პროცესის სასიცოცხლო მნიშვნელობას. შესაბამისად ჩვენ მივიღებთ აქტიურ მონაწილეობას რეფორმის განხორცილების პროცესში, რომელიც სწორედ თემის და ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის მიერ იქნა ინიცირებული, ვინაიდან ჩვენთვის ამოსავალი წერტილი სწორედ ამ ქვეყნის მოქალაქე ნარკოტიკების მომხმარებლების და მთლიანად საზოგადოების ჯანმრთელობა, ღირსება და სიცოცხლეა.