საქართველოს მოქალაქე პაატა ჩერქეზიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

GeNPUD-ის საქმეზე,მის აქტივისტზე 13 ოქტომბერს საკონსტიტუციომ იმსჯელა და წარმოებაში მიიღო კანაფის ფისზე სარჩელი, როგორც მე–17 ასევე მე–16 მუხლთან მიმართებაში (პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება). 8 წლამდე ემუქრებოდა თავისუფლების აღკვეთა.  
 
გარდა ამისა, ეს საქმე პირობითში იყო ჩადენილი და ამ მხრივაც საკონსტიტუციომ მიიღო წარმოებაში, როგორც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ "არაერთგზისობაზე", ასევე "წინათ ვისაც ჩადენილი აქვს ნარკოტიკული დანაშაული" მაკვალიფიცირებელ 2–ვე გარემოებაზე. 
 
გასაჩივრებული იყო მცენარე კანაფზე, რომელიც საკანონმდებლო ცვლილებების გამო აღარ არის აქტუალური ამ ეტაპისთვის. 
დეტალურ ინფორმაციას გაეცანით საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე - http://constcourt.ge