GeNPUD-ის აღმასრულებელი დირექტორი გაეროს სესიაზე ნარკოტიკების მსოფლიო პრობლემის დოკუმენტის შესახებ

2017 წლის 26-28 სექტემბერს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში განთავსებულ გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს (UNODC) შტაბ-ბინაში„ნარკოტიკების კომისიის" (Commission on Narcotic Drugs (CND)) სესიაზე გაიმართა გაეროს გენერალური ანსამბლეის (UNGASS)მიერ მიღებული ნარკოტიკების მსოფლიო პრობლემის დოკუმენტის შესახებ  შემდგომი დისკუსია, სადაც გაეროს წევრი ქვეყნების ოფიციალურ

წარმომადგენლობებთან ერთად სესიაზე მონაწილეობის მისაღებად ნარკოტიკებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების კომიტეტის (Vienna NGO Committee on Drugs) ორგანიზებით მიწვეული იყვნენ სხვადასხვა ქვეყნიდან სამოქალაქო და სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლები, და სადაც თემი-ინტერესთა ჯგუფი თავად წარმოადგენდა თავის პრობლემას საკუთარი გამოცდილებიდან.

გაეროს აღნიშნული ოფიციალური სესია სათემო ორგანიზაციებისთვის იყო ეფექტური შესაძლებლობა თავიანთი ხმა მიეწვდინათ მსოფლიო ლიდერებისთვის ნარკოპოლიტიკის სფეროში და სწორედ იმ პრობლემებზე გაემახვილებინათ ყურადღება, რომლის შეცვლაც მნიშვნელოვანია ქვეყნებში მოქმედი არაეფექტური ნარკოპოლიტიკის პირობებში.

საქართველოდან სამოქალაქო და სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლის სტატუსით მიწვეული იყო კონსტანტინე ლაბარტყავა - ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის (GeNPUD)-ის აღმასრულებელი დირექტორი, რომელმაც 28 სექტემბერს სესიაზე დამსწრეთა ყურადღება სწორედ გაამახვილა საქართველოში არსებული იმ რეპრესიული ნარკოპოლიტიკაზე, რომლის სასტიკი და ძალადობრივი ქმედებები ყოველდღიურად ლახავს ადამიანის უფლებებს, ღირსებას და ებრძვის ადამიანების მომავალს (იხილეთ მოკლედ ტექსტი ბმულზე CND-ს ოფიციალურ ბლოგზე), რადგან საქართველო კვლავ რჩება რეგიონში ქვეყანად, სადაც ნარკოტიკების პირად მოხმარებასთან დაკავშირებული ქმედებების გამო ადამიანებს უმოწყალოდ დევნიან, როგორც სისხლის სამართლის დამნაშავეებს. ასევე სესიაზე გაჟღერდა, რომ საქართველოში ნარკოტიკული დანაშაულისთვის სასჯელი არაპროპორციულია, უთანაბრდება და აჭარბებს ისეთი მძიმე დანაშაულების კატეგორიას, როგორიცაა: ტრეფიკინგი, გაუპატიურება, მკვლელობა, წამება.

კონსტანტინე ლაბარტყავამ თავისი სიტყვა დაასრულა იმ ძირითადი გზავნილით, რომ არამარტო ნარკოპოლიტიკის, არამედ ყველა პოლიტიკის ამოსავალი წერტილი და სამიზნე უნდა იყოს ადამიანი, მისი თავისუფლება და სიცოცხლე.

სესია ინტენსიურად მიმდინარეობდა 3 დღის განმავლობაში, რომელზეც ოფიციალური გამოსვლები ქონდათ, როგორც წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, მათ შორის აშშ, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი, ესტონეთი, ჩინეთი, თურქეთი და სხვა. ოფიციალურმა წარმომადგენელმაესტონეთიდან ყურადღება გაამახვილა, იმ ფაქტზე, რომ მსოფლიო პრობლემა ნარკოტიკებზე არ შეიძლება გადაწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნით. სახელმწიფოებმა შეიძლება მიმართოს ისეთ ღონისძიებებს, როგორიცაა მკურნალობა, პრევენცია, საგანმანათლებლო საკითხები. ევროკავშირის წევრი ქვეყნები მიმართავენ ამ ღონისძიებებიდან ერთ-ერთს მაინც, როგორც ალტერნატივას დასჯის სანაცვლოდ, ამავე დროს ევროკავშირის უახლოესი ნარკოპოლიტიკაც უპირატესობას ანიჭებს ალტერნატივების გამოყენებას დასჯის ნაცვლად, ამავე დროს გათვალისწინებული უნდა იყოს გენდერის საკითხიც. ამიტომ მოვუწოდებთ სხვა წევრ ქვეყნებს მიმართონ იგივეს და გამოიყენონ განათლება, პრევენცია, სოციალური რეაბილიტაცია; დიდი ბრიტანეთი - უნდა დავრწმუნდეთ, რომ მკურნალობა და სერვისები ხელმისაწვდომია დისკრიმინაციის გარეშე; თურქეთი - ყურადღებას ამახვილებს, რომ პრევენცია იწყება ოჯახიდან; ჩინეთს ჯერავს, რომ დასჯა კონვენციებიდან გამომდინარე სახელმწიფოების დისკრეციაა, მაგრამ ყურადღება უნდა გამახვილდეს პროპორციულობაზე და ნარკოპოლიტიკასთან მიმართებაში ასევე ადამიანის უფლებებზე; არასამთავრობო ორგანიზაციამ აშშ-დან Help Not Handcuffs ყურადღება გაამახვილა ამჟამად აშშ-ში ისეთ მზარდ პრობლემაზე, როგორიცაა ჰეროინით გამოწვეული ზედოზირებები, წარმომადგენელი, რომელიც წარსულში თავად მოიხმარდა ნარკოტიკებს აღნიშნავდა, რომ ადამიანის უფლებები ირღვევა ძირითადად სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან. ადამიანის გარდაცვალება ხდება, როდესაც მათ იძულებით რთავენ გარკვეულ პროგრამებში; ასევე 27 სექტემბერს შესაბამის თემატურ სესიაზე დიდი ყურადღება დაეთმო ოპიოიდების ხელმისაწვდომობის საკითხებს, ვენის ნარკოტიკებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების კომიტეტის (VNGOC) წარმომადგენლის პროფესორ ოლივერის განცხადებით რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას შეუძლია ხელი შეუშალოს მკურნალობის და ტკივილის მართვის საკითხებში ოპიოიდების ხელმისაწვდომობას და მის ამ მნიშვნელოვანი მიზნებით გამოყენებას. სესიის მსვლელობისას, როგორც ოფიციალური წევრის სახელმწიფოების, ისე სამოქალაქო-სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლების მხრიდან ყურადღება გამახვილდა ასევე ისეთ საკითხებზეა, როგორიცაა: გენდერი და ამ მხრივ ქალი მსჯავრდებულებისთვის სპეციალური ღონისძიებების გატარება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში; ქალები, რომლებიც მოიხმარენ ნარკოტიკს, არსებული სტერეოტიპების გამო უფრო მეტად ხდიან მათ გაუპატიურების და სხვა სახის ძალადობის მსხვერპლებს; ინვესტირება პრევენციასა და განათლებაში; ადამიანის უფლებები უნდა იყოს პრიორიტეტი ყოველი ნარკოპოლიტიკის დოკუმენტის შემუშავებისას.

სესიას არ ესწრებოდა საქართველოს წარმომადგენლობა, რაც კვლავ განამტკიცებს იმ მოსაზრებას და ქვეყანაში ზედმიწვენით იმ მოვლენების სარკისებურ აშკარა გამოხატულებას, რომ საქართველოს მთავრობა კვლავ გააგრძელებს არაადამიანურ/რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას და პარლამენტი არც კი ეცდება მიიღოს სამოქალაქო საზოგადოების, მისი საკუთარი ამომრჩევლების უკვე არაერთხელ წარდგენილი, ამჟამადაც ნარკოპოლიტიკის პლატფორმის მიერ მომზადებული ნარკოკანონმდებლობის მნიშვნელოვან ცვლილებათა პაკეტი, რომელიც მკვეთრად საზოგადოების საკეთილდღეოდ შეცვლის არსებულ სიტუაციას.