აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან

2013 წლის 24 ნოემბერს 14.00 საათზე ნარკოტიკების მომხმარებელთა ქსელის (Gen-PUD)  ორგანიზებით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გაიმართა „ქუჩის ნარკოტესტირების“ წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქცია. აქცია დაიწყო სამგორის მეტროსთან (კახეთის გზატკეცილი) და გაგრძელდა შსს შენობასთან, სადაც გაიმართა იმპროვიზირებული აქცია.

აქციაში მონაწილეობა მიიღო 200 - მდე წამალდამოკიდებულმა ადამიანმა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან: თბილისი, რუსთავი, თელავი, გორი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, ოზურგეთი, ფოთი, ბათუმი.

აქციას „ჩემი რეპრესია შენი რეგრესია“ მხარი დაუჭირეს: “ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი“, „მსოფლიო ექიმები-საფრანგეთი“, ა/ო „ალტერნატივა ჯორჯია“ და ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო“.

აქციის მიზანი იყო საზოგადოების და ხელისუფლების ყურადღების მიპყრობა „ქუჩის ნარკოტესტირების“ დარეპრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელმაც უკიდურესად ნეგატიური შედეგები მოუტანა უამრავ ნარკოტიკების მომხმარებელს, მათ ოჯახებს და მთლიანად საზოგადოებას. მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად 20-30 მილიონი ლარით ივსება ნარკომანიით დაავადებული პირების მიერ გადახდილი ჯარიმების სახით, ხოლო ამ ადამიანების მკურნალობა-რეაბილიტაციზე 10-ჯერ ნაკლები თანხა იხარჯება. სწორედ ამ მიდგომის და პოლიციელების მხრიდან განხორციელებული დამსჯელობითი ღონისძიებების წინააღმდეგ იყო მიმართული იმპროვიზირებული აქცია.

მიგვაჩნია, რომ 24 ნოემბრის საპროტესტო აქცია დიდი მნიშვნელობის იყო. ის, რაც წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა რამდენიმე წლის წინ,დღეს რეალობაა. დღეს, რომ სათემო ორგანიზაციები და აქტივისტები ერთად ვდგავართ, საკუთარი პრობლემების გადაჭრაში ვმონაწილეობთ, ვიცავთ საკუთარ უფლებებს და ვსაუბრობთ აუცილებელი სერვისების ადვოკატირებაზე და რეპრესიული ნარკოპოლიტიკის ცვლილების აუცილებლობაზე – დიდი შრომის შედეგია. მე მინდა თითოეულ თქვენთაგანს გადაგიხადოთ მადლობა ურთიერთთანადგომისთვის და საზოგადოების წინაშე ღირსეულად წარმოდგენისთვის.

აქცია „ჩემი რეპრესია, შენი რეგრესია“ გაშუქდა რეინტინგული ტელევიზიების და რადიოების მეშვეობით.ინფორმაცია გავრცელდა სააგენტოების, ინტერნეტ და ბეჭდური მედიის საშუალებით.

თოქ-შოუ გაიმართა შემდეგი მედია საშუალებებით:

მედია-კავშირი ობიექტივი

რადიო თავისუფლება

საზოგადოებრივი რადიო

GDS TV

შემუშავებულ იქნა პეტიციის ტექსტი, რომელიც სოციალური ქსელების საშუალებით გავრცელდა. პეტიციას მხარი დაუჭირეს ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა და მოქალაქეებმა. გთხოვთ აღნიშნულ პეტიციას ხელი მოაწეროთ ამა წლის 4 დეკემბრამდე

შემუშავებულ იქნა პეტიციის ტექსტი, რომელიც სოციალური ქსელების საშუალებით გავრცელდა. პეტიციას მხარი დაუჭირეს ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა და მოქალაქეებმა. გთხოვთ აღნიშნულ პეტიციას ხელი მოაწეროთ ამა წლის 4 დეკემბრამდე. იხილეთ პეტიციის ლინკი: http://www.ipetitions.com/petition/my_repression_is_your_regression/

შეიქმნა 24 ნოემბრის აქციის გვერდი facebook ზე: https://www.facebook.com/events/1420559164828375/?ref_newsfeed_story_type=regular