C ჰეპატიტის ცხელი ხაზი

C ჰეპატიტის ცხელი ხაზი - 218 12 21;

ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოს“ და „მსოფლიო ექიმები - საფრანგეთის“ მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში ფუნქციონირებს C ჰეპატიტის ცხელი ხაზი. ცხელი ხაზის 2 ოპერატორი მოქალაქეების ზარებს პასუხობს ა/ო „ახალი ვექტორის“ ბაზაზე არსებული დროპ-ინ ცენტრიდან 11 დან 19 სთ-მდე. ოპერატორები ძირითადად პასუხობენ მოქალაქეების მიერ დასმულ შემდეგ საკითხებს:

1) როგორ უნდა ჩავერთოთ C ჰეპატის მკურნალობის სახელმწიფო ფასდაკლების პროგრამაში?

მოქალაქეებს განემარტებათ, რომ ეს პროგრამა არ არის უფასო და არც თანადაფინასება არ ხდება სახლმწიფოსგან. სახემწიფოს წვლილი არის ის, რომ ტენდერის შედეგად ფარმაკომპანიებს დააკლებინეს ფასი. სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური ინვესტიცია არის 0. ყველა ხარჯის გაღება დაიგნოისტიკა+მკურნალობა პაციენტს უწევს თავის ჯიბიდან .

ბევრ მოქალაქეს აქვს მცდარი ინფორმაცია, რომ სახელმწიფო პროგრამა არის უფასო ან 60% აფინანსებს სახელმწიფო.

2) რა არის საჭირო რომ პაციენტმა ისარგებლოს სახელმწიფო პროგრამით:

პირველრიგში პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმ ინფექციონისტს, რომელიც სახელმწიფოს მიერ ლიცენზირებულ კლინიკაში მუშაობს. ოჯახის ექიმის ფორმა 100 არა აქვს ძალა. თუ პაციენტს ჩატარებული აქვს უკვე თუნდაც წლების წინ, თვისობრივი და გენოტიპირების ანალიზი, შეუძლია ამ ანალიზებით, მიმართოს ექიმს, რომელიც ვალდებულია ადრე ჩატერებული ანალიზის საუძველზეც გასცეს ფორმა 100. პაციენტს ამ შემთხვევაში პაციენტს უწევს ფიბროსკანის გაკეთება, რომლის ხანდაზმულობა არ უნდა აღემატებოდეს ერთ წელს - F4 -ის შემთხვევაში 6 თვე. ოპერატორების მიერ ხაზგასმულია, რომ ამ სამი ანალიზის გარდა სხვა ანალიზები რეგისტრაციისათვის საჭირო არ არის.

ასევე პაციენტს შეუძლია ანალიზები გაიკეთოს სხვადასხვა კლინიკებში და ისე მიიღოს ფორმა 100. თუკი ექიმი მოთხოვს, რომ აუცილებლად მის კლინიკაში უნდა გაიკეთოს ანალიზი და შესაბამისად სხვა კლინიკაში გაკეთებული ანალიზის საფუძველზე არ გასცეს ფორმა 100, ეს არის პაციენტის უფლების დარღვევა, რაზეც ხდება სესაბამისი რაეგირება.

როდესაც პაციენტი იღებს ფორმა 100 ის მიდის ჯანდაცვის სამინისტროს სოც. უზრუნველყოფის სააგენტოში, რომელიც მდებარეობს წერეთლის გამზირზე,

სამთო ქიმიის გვერდით, მეტრო დიდუბის მოპირდაპირე მხარეს. რის შემდეგ მათი განაცხადი განსახილველად გადაეცემა კომისიას და მოქალაქეები პასუხს იღებენ ერთი თვის განმავლობაში. ოპერატორები უხსნიან მოქალაქეებს, რომ უარის საფუძველი ფაქტიურად არის მინიმალური.

3) როდის იწყება მკურნალობა და როგორ უნდა მივიღო პრეპარატი ფასდაკლებით?

ზოგადად მკურნალობის პროცესი იწყება 1 ივლისს, თუმცა, როცა პაციენტი მიიღებს დადებით პასუხს, იგი ამ პასუხით მიდის მკურნალ ექიმ-ინფექციონისტთან, შემდეგ იკეთებს ანალიზებს: ღვიძლის ზოგადი ფუნქციები და რაოდენობრივი ანალიზი (რათა განისაზღვროს ვირუსის რაოდენობა მკურნალობის დაწყების წინ). ამ ანალიზის გაკეთება პაციენტს მოუწევს მკურნალობის პროცესშიც. ანალიზების პასუხის შემდეგ ექიმის მიმართვის საფუძველზე პაციენტი მიდის სპეციალურ აფთიაქში (ჩამონათვალი არის ჯანდაცვის სამინისტროს ბროშურაში, რომელიც ოპერატორებს აქვთ სახელმძღვანელოდ), სადაც იღებს კუთვნილ ნემს რებავირინთან ერთად. პაცინეტს შეუძლია აიღოს ერთი თვის მარაგი. ინექცია შეუძლია გაიკეთოს დამოუკიდებლად ექიმის გარეშე. მოხმარების ინსტრუქციას, წესებს აუხსნიან აფთიაქში. ინექციის გაკეთება ხდება კვირაში ერთხელ სასურველია პარასკევს, რათა გვერდითი მოვლენების შემთხვევაში პაციენტი იყოს სახლის პირობებში.

4) რა ჯდება მკურნალობა ?

მკურნალობის ფასი დამოკიდებულია მკურნალობის ხანგრძლივობაზე : ერთ ნემსი ღირებულება პროგრამის ფარგლებში შეადგენს 93 დოლარის ექვივალენტი ლარში. თუ პაციენტი არი 1 და მე 4 გენოტიპის მატარებელი მაშინ მკურნალობის ხანგრძლივობა არის 48 კვირა შესაბამისად კურსის ფასი იქნება-4464 დოლარი (48*93), ხოლო მე-2 და მე-3 გენოტიპის შემთხვევაში მკურნალობის ხანგრძლივობა არის 24 კვირა, ფასი შესაბამისად 2232 დოლარი (24*93) .

5) სად შეიძლება გავიკეთოთ დიაგნოსტიკა?

მოქალაქეებს მიეწოდება ინფორმაცია ლაბორატორიების შესახებ: მისამართი, ტელ. ნომრები, სამუშაო საათები, ფასები.

6) რა არის პაციენტთა სკოლა?

იმისათვის, რომ მკურნალობა გახდეს უფრო ეფექტური აუცილებელია, პაციენტმა იცოდეს მეტი ინფორმაცია C ჰეპატიტის , როგორც დაავადების მკურნალობის პროცესის, ასევე გვერდითი მოვლენების შესახებ. სკოლებს ატერებენ მაღალი კვალიფიკაციის ეექსპერტები, სკოლის მსენელებს საშუალება ეძლევათ ჩაიტარონ ფიბროსკანის აპარატით გამოკვლევა - უფასოდ.