საქართველოში C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატი „სოფუსბუვირი“ შემოვა

მომავალი წლიდან საქართველოში C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატი „სოფუსბუვირი“ შემოვა და საქართველოში მცხოვრები პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი გახდება, – ამის შესახებ ცნობილი ცნობილი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვედრის შემდეგ, რომლის დროსაც სერგეენკომ პრემიერს აშშ-ში სამუშაო ვიზიტის დეტალები და მოლაპარაკებების შედეგები გააცნო.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აშშ-ში სამუშაო ვიზიტის დროს ახალი მედიკამენტის უმოკლეს ვადაში რეგისტრაციისა და საქართველოს მოსახლეობის პრეპარატთან წვდომის საკითხები შეთანხმდა.

„საქართველოში მომავალ წელს დაიწყება უპრეცედენტო პროგრამა, რომლის მეშვეობითაც, პრაქტიკულად, აღმოიფხვრება C  ჰეპატიტის დაავადება. ეს არის დიდი მიღწევა ჩვენი მთავრობისა და პირადად დავით სერგეენკოსი. მთავარი მოტივაცია, რამაც აღნიშნულ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა ამერიკული მხარე, არის ის რეფორმები, რომელიც ჩვენმა მთავრობამ განახორციელა. ეს არის უნივერსალური დაზღვევის პროგრამა, C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ათასობით პაციენტს ვუმკურნალეთ, მათ შორის, 1000 პატიმარს.  ეს არის რეალური რეფორმა, რომელსაც  2 წელიწადში მივაღწიეთ და ამაში მილიონობით ლარია დახარჯული“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 იხილეთ ვიდეო - საქართველოში C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატი „სოფუსბუვირი“ შემოვა