საქართველოში c ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტი დაიწო

მოქალაქეებმა დოკუმენტაცია უნდა წარადგინონ თბილისში: სოციალური მომსახურების სააგენტოს რაიონულ ცენტრებსა და ცენტრალურ ოფისში, რეგიონებში კი სოციალური მომსახურების სააგენტოს სამხარეო ცენტრებში (ქუთაისი, ზუგდიდი, ოზურგეთი, თელავი, ახალციხე, გორი, რუსთავი, ამბროლაური,ბათუმი). 

დოკუმეტაციაში წარმოდგენილ უნდა იყოს: პირადობის მოწმობის ასლი, ფორმა 100, ბოლო პერიოდში ჩატარებული დიაგნოსტიკური კვლევები - HCV- რნმ-ის რაოდენობრივი, გენეტიკური ტიპის, ღვიძლის ფიბროზის ხარისხის კვლევა, ასევე სისხლის საერთო ანალიზი, ALT, AST, HbsAg, anti-HBs,G-GT, ტუტე ფოსფატაზა, ბილირუბინი (პირდაპირი და საერთო), კრეატინინი, გლუკოზა, ალბუმინი, INR, ANA, TSH, მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა. 

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, პირველ ეტაპზე პროგრამას 3 კლინიკა მოემსახურება: 
1.ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი (ალ.ყაზბეგის 16); 
2.„ჰეპა" (ლუბლიანის 18/20);
3. „ნეოლაბი" (ნუცუბიძის ქ. 8). 
დოკუმენტაციისათვის საჭირო ფორმა 100 პაციენტებმა სწორედ ამ კლინიკებიდან უნდა წარადგინონ. ეტაპობრივად პროგრამას სხვა კლინიკებიც შეუერთდებიან, მათ შორის, რეგიონებში. 

 პირველ ეტაპზე პროგრამაში ჩაერთვებიან პაციენტები, რომელთა ღვიძლის მდგომარეობა რთულია და აკმაყოფილებენ პროგრამის პირველ ეტაპზე ჩასართავ კრიტერიუმებს. 

კომისია, რომელიც განსაზღვრავს მოხვდება თუ არა პაციენტი პროგრამის პირველ ეტაპზე, უკვე 30 აპრილს შეიკრიბება. 

 C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატ სოფოსბუვირს პროგრამაში ჩართული ადამიანები უფასოდ მიიღებენ. საქართველოს მთავრობასა და ამერიკულ კომპანია „გილეად საიენსს“ შორის  ურთიერთგაგების მემორანდუმს 21 აპრილს მოეწერა ხელი. 

რაც შეეხება პროგრამაში ჩასართავად საჭირო კვლევის საფასურს, მას საქართველოს სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის სახელმწიფო თავის თავზე იღებს. მათ კვლევებს 70%-ით ჯანდაცვის სამინისტრო დააფინანსებს. C ჰეპატიტის ვირუსის მქონე ყველა სხვა მოქალაქეს ჯანდაცვის სამინისტრო კვლევის საფასურის 30%-ს დაუფინანსებს.

დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 15-05

იხილეთ ვიდეო - https://www.youtube.com/watch?v=MNqknTr-4SQ&feature=youtu.be

დამატებითი ინფორმაცია - http://www.moh.gov.ge/files/2015/Failebi/C-STOP1.jpg