აქცია საქართველოს პარლამენტთან

02/03/2015

26 ივნისს „ნარკომანიასთან და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს“ ნარკოტკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელმა - GeNPUD - მა  გამართა საპროტესტო აქცია საქართველოს პარლამენტთან საადვოკაციო კამპანია „ჩემი რეპრესია - შენი რეგრესია“-ს ფარგლებში. აქციის მთავარი გზავნილი იყო: კანონი კლავს! მხარდაჭერა დასჯის ნაცვლად.

აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან

02/03/2015

2013 წლის 24 ნოემბერს 14.00 საათზე ნარკოტიკების მომხმარებელთა ქსელის (Gen-PUD)  ორგანიზებით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გაიმართა „ქუჩის ნარკოტესტირების“ წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქცია. აქცია დაიწყო სამგორის მეტროსთან (კახეთის გზატკეცილი) და გაგრძელდა შსს შენობასთან, სადაც გაიმართა იმპროვიზირებული აქცია.