საკონსტიტუციო სარჩელი

22/09/2017

2017 წლის 20 სექტემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განიხილა „ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის“ მოსარჩელეების კონსტიტუციური სარჩელი, სადაც სადავოდ არის გახდილი "ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონის ის ნორმები, რომლებიც ნარკოტიკულ დანაშაულში მსჯავრდებულ პირებს ავტომატურ რეჟიმში ართმევს რიგ სამოქალაქო უფლებებს

31 აგვისტო - ზედოზირების შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღე

13/09/2017

საადვოკაციო კამპანიის „არდასაჯო“ ფარგლებში „ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართელოს ქსელისა“ (GeNPUD) და „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის“ (GHRN) ორგანიზებით 2016 წლის 31 აგვისტოს „ზედოზირებისშესახებცნობიერებისამაღლებისსაერთაშორისოდღესთან“ დაკავშირებით გაიმართა ეროვნული კამპანია, რომლის ძირითადი გზავნილია: არდასაჯო! გადავარჩინოთსიცოცხლე!

ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელი ეხმაურება ფესტზე“ მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას

14/08/2017

მოგიწოდებთ არ მოიხმაროთ ის ნივთიერება,რომლის შესახებაც ინფორმაციას არ ფლობთ. 
ჩვენ ველოდებით , როდის ეყოფა მთავრობას გამბედაობა ჩამოართვან შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქალაქეების მართვის ბერკეტი და შეცვალონ ნარკოპოლიტიკა ისეთნაირად, რომ ის იყოს მიმართული ნარკომოხმარების პრევენციაზე, წამალდამოკიდებულ ადამიანთათვის საჭირო საამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობაზე და ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციაზე.

26 ივნისი - ‘’ნარკომანიასთან და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინაღდმეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე

19/07/2017

26 ივნისს, ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელისა (GeNPUD) და ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის“ (GHRN) ორგანიზებით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გაიმართა საპროტესტო/სოლიდარობის აქცია.  აქციის მსველობისას, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსულმა აქტივისტებმა, მათი ოჯაის წევრებმა და მხარდამჭერებმა,  შსს წინ გაშალეს  დიდი ზომის ბანერი, წარწერით - არ დასაჯო ! 

„ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის“ განცხადება

17/06/2017

„ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელი“ რეპერების - Young Mic (მიშკა მგალობლიშვილს) და Kay G (გიორგი ქებურიას) დაკავებას პოლიციის მორიგ ყოველგვარ ზღვარგადასულ ქმედებად აფასებს და თანადგომას უცხადებს ბრალდებულებს.

მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურას და სასამართლოს დაუყონებლივ მიიღოს ყველა შესაძლო ზომა სამართლიანობის დასადგენად!