შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღე

29/05/2017

2017 წლის 24 მაისს, შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელისა (GeNPUD) და ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის (GHRN) ორგანიზებით სოლიდარობის აქცია გაიმართა.

აქციის მთავარი გზავნილი: ერთად დავამარცხოთ შიდსი! რეპრესიული ნარკოპოლიტიკა რეგრესია ! მკურნალობა დასჯის ნაცვლად ! 

‘’ჰუმანური ნარკოპოლიტიკა -ხელმისაწვდომი ჯანდაცვა’’

29/05/2017

23 მაისს, ‘’ნარკოტიკების მომხმარებელთა  და ზიანის შემცირების საქართველოს ქსელმა’’, ‘’ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის’’ მხარდაჭერით  სასტუმრო ‘’ჰოლიდეი ინ’’-ში მრგვალი მაგიდის შეხვედრა სახელწოდებით - ‘’ჰუმანური ნარკოპოლიტიკა - ხელმისაწვდომი ჯანდაცვა’’  გამართა. აღნიშნული ღონისძიების მხარდამჭერები გახლდნენ ‘’გლობალური ფონდი’’, ‘’ფონდი ღია საზოგადო

ევროკავშირის ჯანდაცვის პროგრამების სიმპოზიუმი

28/02/2017

30 იანვარს დავესწარი ევროკავშირის ჯანდაცვის პროგრამების სიმპოზიუმს მალტაში. აღნიშნული ღონისძიების მიზანი იყო თანამშრომლობის, დისკუსიის და დიალოგის ინიცირება ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებს შორის აივ/შიდსის, ჰეპატიტების და ტუბერკულოზის სფეროში. სიმპოზიუმი ჩატარდა OptTEST, Euro HIV EDAT და CHAFEA-ის ორგანიზებით.

ტრენიგი ოპიოიდებით და სტიმულატორებით გამოწვეულ ზედოზირებასა და ნარკოტიკების მოხმარებისას სარისკო ქცევებთან დაკავშირებით

01/02/2017

ახალი ვექტორის ოფისში 31 იანვარს ჩატარდა ტრენიგი ოპიოიდებით და სტიმულატორებით გამოწვეულ ზედოზირებასა და ნარკოტიკების მოხმარებისას სარისკო ქცევებთან დაკავშირებით. ღონისძიებას ესწრებოდა სათემო ორგანიზაციების „ახალი ვექტორისა“ და „აკესოს“ წარმომადგენლები და ბენეფიციარები. 

„კანონი კლავს“ !

31/01/2017

„ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის“ ინიციატივით (GeNPUD) და  ა/ო „თანადგომას“, „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის“ და პაციენტთა თვითორგანიზაცია „ჰეპა პლიუსი“ ორგანიზებით ადამიანის უფლებების დღესთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული რეპრესიული ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა. საპროტესტო აქცია გაიმართა 2016 წლის 7 დეკემბერს 18:00 სთ-ზე ქ. თბილისში პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე.