ზედოზირების შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღე

04/11/2016

2016 წლის 31 აგვისტოს, ეროვნული კამპანიის ფარგლებში ნარკოტიკების მომხმარებლებმა, მათი ოჯახის წევრებმა და მხარდამჭერებმა საქართველოს 10 ქალაქში (თბილისი, თელავი, გორი, რუსთავი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, ოზურგეთი ბათუმი) მარადიული ხეების დარგვის უკვე ტრადიციად ჩამოყალიბებული აქციით, პატივი მიაგეს ზედოზირებით გარდაცვლილ ადამიანებს და რეპრესიული ნარკოპოლიტიკის პირობებში დაღუპულ ნარკომომხმარებელთა ხსოვნას, მეორე მხრივ სოლიდარობა გამოუცხადესნარკოტიკების მომხმარებლებს და მათი ოჯახის წევრებს, რათა

ეროვნული კამპანია - ჰეპატიტის მსოფლიო დღე

11/08/2016

კამპანია შემუშავებულია C ჰეპატიტის კამპანიის დაგეგმვისთვის გამართულ სამუშაო შეხვედრაზე ბორჯომში, 2016 წლის 30 ივნისს - 1 ივლისს. კამპანიის დაიგეგმა „ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის“ (GeNPUD), პაციენტთა საკონსულტაციო საბჭოს (GeCAB) და ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის (GHRN) წევრი ორგანიზაციების მიერ.

პრესკონფერენცია და მრგვალი მაგიდა სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში

10/07/2016

26 ივნისს, თბილისში, სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში  „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის“ (GHRN) და ,,ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის“ (GeNPUD)  ორგანიზებით  პრესკონფერენცია და მრგვალი მაგიდა გაიმართა. შეხვედრა   მიეძღვნა „ნარკომანიასთან და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს“, რომელიც აღნიშნული ორგანიზაციებისთვის ტრადიციულად რეპრესიული ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლის დღედ იქცა. 

26 ივნისის აქცია - „ნარკომანიასთან და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის“აღნიშვნა საქართველოში

07/07/2016

2016 წლის 26 ივნისს, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ 19:00 სთ-ზე „ნარკომანიასთან და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს“, ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელისა (GeNPUD) და ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის (GHRN) ორგანიზებით რეპრესიული ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა.

 

ნარკოტიკების მომხმარებლებისთვის ხარისხიან სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა

05/06/2016

ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა აერთიანებს ყველა დაინტერესებულ მხარეს და ჯგუფს, არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციებს, სერვისების მიმწოდებლებს, კლინიცისტებს, აკადემიური დარგის წარმომადგენლებს, რომლებიც დაინტერესებული არიან ან მუშაობენ ნარკოპოლიტიკის, ნარკოტიკების მოხმარების, აივ/შიდსის, C ჰეპატიტისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში.

ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა ამ დროისათვის აერთიანებს 33 ორგანიზაციას და საზოგადოებრივ ჯგუფს.