ზიანის შემცირების პრინციპები

 

ზიანის შემცირება არის პოლიტიკის, პროგრამებისა და პრაქტიკის ერთობლიობა, რომლის მიზანია ფსიქო-აქტიური საშუალებების გამოყენებით გამოწვეული ზიანის შემცირება მათთვის, ვისაც არ შეუძლია ან არ სურს ამ ნივთიერებების მოხმარების შეწყვეტა.  ზიანის შემცირების მთავარი მახასიათებელია არა უშუალოდ წამლის მოხმარების შემცირება, არამედ ზიანის თავიდან აცილება და ნარკოტიკების მომხმარებლებთან მუშაობა. ზიანის შემცირების მიდგომა აღიარებს, რომ უზარმაზარი ძალისხმევის მიუხედავად,  ადამიანები მთელს მსოფლიოში აგრძელებენ სხვადასხვა ფსიქო-აქტიური ნივთიერებების მიღებას. ნარკოტიკების მომხმარებლებისთვის აუცილებელია იმ ალტერნატიული მეთოდების შეთავაზება, რომელიც ხელს შეუწყობს ნარკოტიკების მოხმარებასთან ასოცირებული რისკებისა და ამით გამოწვეული ზიანის შემცირებას. ამიტომ მნიშვნელოვანია ზიანის შემცირების შესახებ ინფორმაციისა და სერვისების შეთავაზება, რათა მომხმარებლები ჯანმრთელად და უსაფრთხოდ გრძნობდნენ თავს.

 

რისკებზე და ზიანზე მიმართული

ზიანის შემცირება მიზნობრივი მიდგომაა, რომელიც მიმართულია კონკრეტულ რისკებსა და ზიანზე. იგი მოიცავს ამ რისკებისა და ზიანის გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრას. კონკრეტული სახის ზიანისა და მისი მიზეზების გამოვლენა, აგრეთვე მათ შემცირებაზე მიმართული გადაწყვეტილებების მიღება პრობლემისა და საჭირო ღონისძიებების სათანადო შეფასებას საჭიროებს. ზიანის შემცირების ღონისძიებები უნდა იყოს მორგებული კონკრეტულ საჭიროებებზე და ითვალისწინებდეს ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა ასაკი, გენდერი, პატიმრობა.

 

მტკიცებულებებზე დამყარებული და ხარჯთ-ეფექტური

ზიანის შემცირების მიდგომა არის პრაქტიკული, განხორციელებადი, ეფექტიანი, უსაფრთხო და ხარჯთ-ეფექტური. ზიანის შემცირების მიდგომათა უმრავლესობა არის იაფი, განსახორციელებლად მარტივი და ძლიერ ზეგავლენას ახდენს ინდივიდისა და თემის სიჯანსაღეზე. მსოფლიოში სადაც საჭირო რესურსების მუდმივი ნაკლებობა არსებობს, უპირატესობა ენიჭება ნაკლები დანახარჯებით მეტი შედეგების მომტან მიდგომებს.

 

ეტაპობრივი

ზიანის შემცირების პრაქტიკოსები აღიარებენ პიროვნების მიერ მიღწეულ ნებისმიერი პოზიტიური ცვლილების მნიშვნელობას. ზიანის შემცირების ინტერვენციები არ არის ძალადობრივი, არამედ ფასილიტატიური ხასიათისაა და განისაზღვრება ინდივიდის საჭიროებებიდან გამომდინარე.  ადამიანისთვის უფრო დამახასიათებელია რამდენიმე პატარა ნაბიჯის გადადგმა ვიდრე ერთი-ორი ნახტომის გაკეთება. მიზნების ამ იერარქიაში ნარკოტიკების მოხმარებისგან თავშეკავება სასურველი, თუმცა რთულად განხორციელებადი მიზანია ზიანის შემცირების მიდგომის მიხედვით. სხვა მრავალი პრიორიტეტის აღიარებასთან ერთად ყველაზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება ნარკოტიკების მომხმარებლების ფიზიკურ გადარჩენას და მათთვის აუნაზღაურებელი ზიანის თავიდან აცილებას.

 

ღირსება და თანაგრძნობა

ზიანის შემცირების პრაქტიკოსები ადამინებს ისეთად იღებენ, როგორებიც არიან და თავს არიდებენ განსჯას. თანაგრძნობა აგრეთვე მიმართულია წამალდამოკიდებულთა ოჯახებზე და თემზე. ზიანის შემცირების პრაქტიკოსები უარს ამბობენ წამალდამკიდებული ადამიანების მიზანმიმართულ სტიგმატიზაციაზე. ნეგატიური ტერმინების გამოყენება აღრმავებს სტერეოტიპებს და წამალდამოკიდებულთა დახმარებისთვის ბარიერებს ქმნის. ტერმინოლოგია და მიმართვის ტონი ყოველთვის უნდა ემყარებოდეს პატივისცემასა და ტოლერანტობას.

 

უფლებების უნივერსალურობა და ურთიერთდაკავშირებულობა

ყველა ადამიანი თანასწორია თავისი უფლებებით. ნარკოტიკების მომხმარებლები არ უნდა იყვნენ მოკლებულნი უფლებებს. ზიანის შემცირების მიდგომა მხარს უჭერს წამალდამოკიდებულების საკითხებზე ისეთი სახის რეაგირებას, რომელიც ემყარება ადამიანის ფუნდამენტური უფლებების პატივისცემას.

 

გამჭირვალეობა, პასუხისმგებლობა და ჩართულობა

სფეროში მოღვაწე პრაქტიკოსები და გადაწყვეტილების მიმღები პირები ანგარიშვალდებულნი არიან მათ მიერ განხორციელებულ ქმედებებსა და მიღებულ გადაწყვეტილებებზე, ასევე, მიღწეულ წარმატებასა და განცდილ მარცხზე. დაინტერესებულ მხარეთა ფართო სპექტრი მაქსიმალურად უნდა იყოს ჩართული პოლიტიკის ფორმირების, პროგრამების განხორციელების, მათი შესრულებისა და შეფასების პროცესში. განსაკუთრებით ნარკოტიკების მომხმარებელი  და თანადამოკიდებული პირები უნდა მონაწილეობდნენ იმ გადაწყვეტილებების მიღების დროს, რომლებიც უშუალოდ მათ ეხებათ.

 

ნარკოპოლიტიკის გლობალური კომისიის 2012 წლის ანგარიშის მოკლე მიმოხილვა

ნარკოპოლიტიკის გლობალური კომისიის 2012 წლის ანგარიშის მოკლე მიმოხილვა

2012 წლის ნარკოპოლიტიკის გლობალური კომისიის ანგარიში მიეძღვნა თემას: ნარკოტიკების წინააღმდეგ ომი და აივ/შიდსი

 ხელს უწყობს აივ პანდემიის გავრცელებას

გლობალური ომი ნარკოტიკების წინააღმდეგ გახდა აივ/შიდსის გავრცელების ხელშემწყობი ფაქტორი ნარკოტიკულ ნივთიერებათა მომხმარებლებში. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩატარებული კვლევები ცხადყოფს, რომ რეპრესიული ნარკოპოლიტიკა და მისი პრაქტიკაში განხორციელება აიძულებს ნარკოტიკების მომხმარებლებს უარი თქვან სამედიცინო სერვისებზე და ასეთი პირები ხვდებიან იმ ჩაკეტილ სამყაროში, სადაც აივ ინფექციის გავრცელების რისკი საკმაოდ მაღალია. ნარკოტიკების მომხმარებელთა მასიურმა დაპატიმრებამ შეასრულა მნიშვნელოვანი როლი აივ ინფექციის გავრცელებაში. მრავალ ქვეყანაში ეს წარმოადგენს  საზოგადოებრივი ჯანდაცვის მწვავე პრობლემას.

  • დაპატიმრების შიში აიძულებს ნარკომომხმარებლებს უარი თქვან აივ ტესტირებაზე და აივ პრევენციულ სერვისებზე
  • სტერილური შპრიცების მიწოდების მხრივ შეზღუდვას შედეგად მოაქვს ნახმარი შპრიცების გაზრდილი მოხმარება და მისი გაზიარება
  • ოპიოდების ჩანაცვლებით მკურნალობასა ან მტკიცებულებებზე დამყარებულ მკურნალობაზე შეზღუდვები ან აკრძალვები ხელს უწყობს წამალდამოკიდებულების, როგორც დაავადების ჩამოყალიბებას.
  • აივ/შიდსის პრევენციული ზომების ნაკლებობა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ხელს უწყობს ამ ინფექციის გავრცელებას პატიმარ ნარკომომხმარებლებს შორის.
  • არასწორად ჩატარებულ ანტირეტროვირუსულ თერაპიას შედეგად მოაქვს ვირუსის კონცენტრაციის მატება და ანტირეტროვირუსული მკურნალობისადმი რეზისტენტობა.
  • შეზღუდული სახელმწიფო სახსრები იხარჯება ზიანის შემცველ და არაეფექტიან ნარკოკანონმდებლობის აღსრულებაზე, ნაცვლად იმისა, რომ ისინი მოხმარდეს აივ/შიდსის პრევენციული სტრატეგიების შემუშავებას.

 

ნარკოტიკების მომხმარებელთა მასიური დაკავება ხელს უწყობს აივ ინფექციისგავრცელებას

კვლევებმა აჩვენა, რომ აივ ინფექციის გავრცელების ხელშემწყობი ფაქტორი სწორედ ნარკოტიკების მომხმარებელთა მასიური დაკავება გახდა. ამერიკის შეერთებულ შტატებში აივ ინფექციის გავრცელებისა და შიდსის შემთხვევები გაცილებით უფრო მაღალია ციხეებში, ვიდრე მოსახლეობაში და სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, აივ ინფიცირებულთა ერთი მეოთხედი ხვდება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ყოველწლიურად.

რეპრესიული ნარკოკანონმდებლობა წარმოშობს ბარიერებსანტირეტროვირუსული თერაპიისთვის და შესაბამისად ხელს უწყობს აივინფექციის გავრცელებას.

შპრიცების გაზიარებისა და სხვა აივ სარისკო ქცევის ხელშეწყობის გარდა, რეპრესიული ნარკოკანონმდებლობა ქმნის ბარიერებს აივ ტესტირებისა და მკურნალობისთვის. არსებობს ნარკოტიკების მოხმარების კრიმინალიზაციის რამდენიმე გზა, რომელიც ხელს უშლის მკურნალობისადმი ხელმისაწვდომობას იმ ნარკომომხმარებლებისთვის, რომლებიც ადამიანის იმუნოდეფიციტური ვირუსით არიან ინფიცირებულები. ასევე ბარიერს ქმნის სტიგმა და დისკრიმინაცია სამედიცინო დაწესებულებებში, სერვისებზე უარი, კონფიდენციალობის დარღვევა, ნარკოტიკებისგან თავისუფალი მდგომარეობაზე ორიენტირებული მკურნალობის შეზღუდვა. ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო,  რომ ნარკომომხმარებლებში ანტირეტროვირუსული მკურნალობის მაჩვენებლები დაბალია და მაღალია სიკვდილიანობის შემთხვევები.

რეპრესიულმა ნარკოკანონმდებლობამ უარყოფითი შედეგები იქონია საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე. ცნობილია, რომ ანტირეტროვირუსული თერაპია ამცირებს ადამიანის იმუნოდეფიციტური ვირუსის ცირკულირებას სისხლში  და შესაბამისად, ამცირებს აივ ინფექციის გავრცელებას.

სადაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიდგომები იგნორირებულიააივ ეპიდემიაკონტროლს არ ექვემდებარება

გაზრდილი აივ სარისკო ქცევისა და ბარიერების გარდა, ნარკოტიკების წინააღმდეგ გამოცხადებულმა ომმა გამოიწვია სახელმწიფო პოლიტიკის მოშლა, რამაც განაპირობა  მტკიცებულებებზე დამყარებული მკურნალობისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინტერვენციების იგნორირება. 2008 წელს  ნარკოტიკებთან და დანაშაულთან ბრძოლის გაეროს ოფისის აღმასრულებელმა დირექტორმა აღიარა ეს რეალობა და განაცხადა, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვა, რომელიც ნარკოტიკულ საშუალებათა კონტროლის პირველად საშუალებას წარმოადგენს, მოითხოვს დიდ რესურსებს. ხშირ შემთხვევებში ფინანსური რესურსები მიმართულ იქნა საზოგადოებრივი ჯანდაცვიდან სამართალდამცავ სფეროში და ამის შედეგად მივიღეთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფუნქციის შემცირება.

ნარკოტიკულ ნივთიერებათა შესახებ კანონის დაცვაზე აქცენტის გაკეთებამ წარმოშვა სამართლებრივი ბარიერები მტკიცებულებებზე დაფუძნებული აივ პრევენციული ზომების მიმართ, როგორიცაა სუფთა შპრიცების მიწოდება, და ასევე მკურნალობის მეთოდებისადმი, როგორიცაა მეთადონით ჩანაცვლებითი თერაპია.  დადასტურებულია, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეს მიდგომები ამცირებს აივ ინფექციის რისკს და საერთაშორისო სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციების რეკომენდაციები სწორედ მათ დანერგვას ითვალისწინებს.

როცა წამალდამოკიდებულების მკურნალობა საზოგადოებრივი ჯანდაცვისსფეროს მიეკუთვნება ბრძოლა აივ-ის წინააღმდეგ ეფექტურია

რუსეთის, ტაილანდის, შეერთებული შტატებისა და სხვა ქვეყნების გამოცდილება, სადაც ომი ნარკოტიკების წინააღმდეგ აგრესიული ფორმით წარიმართა, განსხვავდება იმ ქვეყნების გამოცდილებისგან, რომელიც დაეფუძნა მტკიცებულებაზე დამყარებულ ანტინარკოტიკულ მკურნალობას და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ღონისძიებებს, რაც მიმართულია აივ ინფექციის პრევენციისკენ. დასავლეთ ევროპის ქვეყნებსა და ავსტრალიაში, აივ ინფექციების ახალი შემთხვევები თითქმის აღმოიფხვრა ნარკოტიკების მომხმარებლებს შორის, ზუსტად ასევე, აივ ინფექციის ვერტიკალური გავრცელება მნიშვნელოვნად შემცირდა იმ ქვეყნებში, სადაც დედიდან ბავშვზე ვირუსის გავრცელების პრევენციისადმი  ხელმისაწვდომობა  მაღალია.

აივ/შიდსის გავრცელება გამოიწვია იმან რომ ნარკოტიკების წინააღმდეგ ომმა ვერუზრუნველყო ნარკოტიკულ ნივთიერებათა მიწოდების შემცირება

ის ფაქტი, რომ ნარკოტიკების წინააღმდეგ ომმა ხელი შეუწყო აივ ეპიდემიას, სადაო საკითხს არ წარმოადგენს, მაგრამ ნარკოპოლიტიკა ნელი ტემპით განაგრძობს ცვლილებას. ეს დიდწილად განაპირობა იმ მცდარმა მოსაზრებამ, რომ ნარკოტიკების მოხმარების გამო განხორციელებულმა დაკავებებმა და პატიმრობამ დადებითი შედეგი გამოიღო და შეამცირა ნარკოტიკულ ნივთიერებათა მიწოდება.

ნარკოტიკებთან და დანაშაულთან ბრძოლის გაეროს ოფისის მონაცემებით, არალეგალური ოპიატების, როგორიცაა ჰეროინი და ოპიუმი, მიწოდება მსოფლიოში მნიშვნელოვნად გაიზარდა ბოლო 30 წლის მანძილზე. დადგენილია, რომ ოპიატების მიწოდება აღნიშნულ პერიოდში გაიზარდა 380%-ით, თუ 1980 წელს მისი ოდენობა შეადგენდა 1 000 000 ტონას, 2010 წლისთვის მან 4 800 000 ტონას მიაღწია. აღნიშნულმა ზრდამ გამოიწვია ევროპაში ჰეროინის ფასის 75%-იანი კლება 1990-2009 წლებში.

ნარკოტიკების წინააღმდეგ ომის წარუმატებლობის კიდევ ერთ დადასტურებას წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების ნარკოტიკულ საშუალებათა მიწოდების შესახებ მონაცემები.  1981-2011 წლებში ნარკოტიკულ საშუალებათა კონტროლის სახელმწიფო სააგენტოს ბიუჯეტი გაიზარდა 600%-ით. თუმცა, ამავე პერიოდში ჰეროინის ფასი დაეცა 80%-ით და 900%-ით გაიზარდა სუფთა ჰეროინის მოწოდება 1981-2002 წლებში.

აივ ინფექციის გავრცელების გარდა ნარკოტიკების წინააღმდეგ ომი ხელს უწყობსძალადობას

კვლევების მონაცემები და ზოგადი შედეგები ნათლად მოწმობს, რომ ნარკოტიკების აკრძალვამ ხელი შეუწყო ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული სიკდვილიანობისა და ძალადობის დონის მატებას. შვეიცარიის ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ სიკვდილიანობის დონე  ჰეროინის ადგილობრივი მომხმარებელთა შორის შემცირდა ოპიოიდებით ჩანაცვლებითი თერაპიის დანერგვის შედეგად, მაგრამ გაიზარდა მომდევნო წლებში რეპრესიული ნარკოკანონმდებლობის გამო.

კვლევებმა აჩვენა, რომ რეპრესიული ნარკოკანონმდებლობა იწვევს ძალადობის მატებას, განსაკუთრებით კი ქუჩის დანაშაულის ზრდას მრავალ ქვეყანაში.

 

ზიანის შემცირების ეროვნული კონფერენცია

25-26 მარტს, ექსპო ჯორჯიაში, ,,ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის’’ ორგანიზებით და ევროკავშირის,  ,,მსოფლიო ექიმები – საფრანგეთის’’ და ,,ფონდ ღია საზოგადოება- საქართველოს’’ მხარდაჭერით ზიანის შემცირების ეროვნული კონფერენცია გაიმართა სახელწოდებით ,,ზიანის შემცირება – უფლებები, ჯანმრთელობა, ჩართულობა’’. კონფერენციის მიზანი საქართველოში განვლილი დეკადის განმავლობაში ზიანის შემცირების სფეროში გაწეული მუშაობის შეფასება, ახალი გამოწვევების იდენტიფიცირება და  პრობლემების გადაწყვეტისთვის კომპლექსური, ინოვაციური მიდგომების დასახვა იყო. კონფერენციას დაესწრნენ უფლებადამცველი და ზიანის შემცირების სფეროში მომუშავე, პროფესიული და მომხმარებელთა თემის, სამთავრობო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კონფერენცია ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლაშა ზაალიშვილმა გახსნა: ,,ეროვნული კონფერენცია შესანიშნავი საშუალებაა იმისა, რომ ამ სფეროში მომუშავე სპეციალისტებმა იმსჯელონ თავიანთ მიღწევებზე, გამოცდილებაზე და პრობლემებზე”. კონფერენცია დაიწყო პლენუმით, სადაც არაერთმა საინტერესო სტუმარმა გააკეთა მოხსენება. უცხოელ მომხსენებლებს შორის იყო ჩეხეთის რესპუბლიკის დეპუტატთა პალატისა და ჩეხეთის პრემიერ – მინისტრის კაბინეტთან არსებული ნარკოპოლიტიკის ეროვნული კომისიის წევრი პაველ ბემი. მან მოწვეულ სტუმრებს ზიანის შემცირების საერთაშორისო გამოცდილება გაუზიარა . მან განაცხადა, რომ  ” წინა პლანზე მკურნალობა – რეაბილიტაცია უნდა იყოს. ჯარიმებით და დაპატიმრებებით ვერანაირ შედეგს ვერ მივაღწევთ, ნარკოტიკების მომხმარებელი არ უნდა იყოს განხილული როგორც კრიმინალი. აუცილებელია სათემო პროგრამებისა და სათემო მიდგომების განვითარება. ასევე მნიშვნელოვანია ჩანაცვლებითი მკურნალობა, რომელმაც ევროპულ ქვეყნებში კარგი შედეგები აჩვენა. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ურთიერთთანამშრომლობა დაწყებული პატარა სათემო დონიდან, გაგრძელებული ადგილობრივი თვითმართველობით და დამთავრებული ცენტრალური მთავრობით. გასაგებია, რომ ნარკოტიკებისაგან თავისუფალი სამყარო ვერ იარსებებს, მაგრამ ერთობლივი ძალისხმევით ზიანის შემცირება რეალურად შეგვიძლია.’’ კონფერენციაზე ასევე იმყოფებოდნენ ,,მსოფლიო ექიმების – საფრანგეთის’’ გამგეობის წევრი ოლივიე მაგე და დომენიკ პატო. მათ სათემო ორგანიზაციის მნიშვნელობაზე და ზიანის შემცირების სფეროში არსებულ თანამედროვე გამოწვევებზე ისაუბრეს. პლენუმის შემდეგ გაიმართა პარალელური სესიები ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა:  C ჰეპატიტი, ზედოზირება, აივ-ი, ტუბერკულოზი, ქალი მომხმარებლები, ჩანაცვლებით მკურნალობა და სათემო ორგანიზაციების განვითარება.  კონფერენციას დაესწრნენ და მოხსენებები გააკეთეს ,,რუსეთის ზიანის შემცირების ქსელის’’ წარმომადგენელებმა: სერგეი ცარევმა – ზედოზირების პრევენციის პროექტების ეფექტურობაზე ქ. ჩაპაევსკის მაგალითზე, ნატალია ზენცოვამ – ტუბერკულოზითა და აივ-ით ინფიცირებული ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლების ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის თავისებურებანი მიმოიხილა, პაველ აქსიონოვმა კი კომპლექსური პროგრამების ინტეგრაციის საშუალებით  ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებში აივ ინფექციის პროფილაქტიკაზე ისაუბრა. C ჰეპატიტის სესიაზე  მოხსენება გააკეთა  ,,მსოფლიო ექიმები – საფრანგეთის’’ წარმომადგენელმა, დომენიკ პატომ  ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებში  C ჰეპატიტის ფონზე ღვიძლის ფიბროზის დონეზე. ამავე სესიაზე სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ, ისაუბრა ჯანდაცვის რეფორმაზე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. “ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის” პროგრამების მენეჯერმა, პაატა საბელაშვილმა “მომავლის წამლებზე” , ხოლო “ჰეპაპლიუსის” წარმომადგენელმა, კოტე რუხაძემ С ჰეპატიტით ინფიცირებულთა თემის საკოორდინაციო საბჭოს შექმნაზე გააკეთა მოხსენება. საინტერესო მოხსენებები და კვლევების პრეზენტაციები გაკეთდა ზედოზირების, ჩანაცვლებითი მკურნალობის და  ქალი ნარკოტიკების მომხარებლებისადმი მიძღვნილ სესიებზე. კოკა ლაბარტყავამ, სათემო ორგანიზაცია ,,ახალი ვექტორის’’ წარმომადგენელმა, საქართველოში ნარკოტიკების მომხმარებელთა ქსელის შექმნის პროცესი და პერსპექტივები განიხილა.

სესიების დროს მიმდინარეობდა შემდეგი ვორკშოპები: “ზიანის შემცირების ევრაზიის ქსელის” წარმომადგენელმა,  დარია ოჩერეტმა,  ფონდები, დონორები და სერვისების ხარისხი მიმოიხილა, ხოლო  ეკა იაკობიშვილმა, “ზიანის შემცირების საერთაშორისო ასოციაციის” წარმომადგენელმა, ადვოკატირებისთვის საერთაშორისო ინსტრუმენტების გამოყენებასა და უფლებების დარღვევების დოკუმენტირებაზე ისაუბრა.

კონფერენციის დროს  მიმდინარეობდა ქალ მომხმარებელთა ნამუშევრების გამოფენა – გაყიდვა და აქცია პერფომანსი ,,იპოვე გამოსავალი’’. კონფერენციის დასასრულს გაიმართა დასკვნითი პლენუმი, სადაც მოხდა გამგეობის ძველი წევრების გაცილება და ახლების მისალმება,  “ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის” გამგეობის ახალი თავჯდომარის, კახა კვაშილავას მიმართვა კონფერენციის მონაწილეებისადმი, დარიგდა საერთო კრებაზე მიღებული “ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის” წლიური ანგარიში. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე დასახელდა “თემის მეგობრად” და დასაჩუქრდა.

 

ზიანი შემცირება და „მსოფლიოს ექიმები“ (საფრანგეთი)

ნატალი სიმონოტი„ზიანის შემცირების ისტორია და პრინციპები“

1986 წელს  „მსოფლიოს ექიმების“ (საფრანგეთი) (MdM) მოხალისეებმა დააფუძნეს პირველი ანონიმური ტესტირების ცენტრი, რომელიც სთავაზობდა ნარკოტიკულ ნივთიერებათა მომხმარებლებს უფასო მომსახურებას. ეს იყო ადგილი, სადაც მარგინალიზებული წამალდამოკიდებულები  და საზოგადოებაში უფრო მეტად ინტეგრირებული ნარკომომხმარებლები (როგორიცაა სტუდენტები) მოდიოდნენ, მაგრამ ყველა მათაგანის სურვილი იყო, რომ მათი ანონომურობა ყოფილიყო დაცული. ეს გახლდათ  „მსოფლიოს ექიმების“ პირველი ჩართვა ზიანის შემცირების სფეროში და ამან ძალიან მალე თავისი შედეგი გამოიღო: 1988 წელს მთავრობამ დააფუძნა ანონომიური ტესტირების ცენტრები მთელი ქვეყნის მასშტაბით. მომდევნო წელს MdM–ის შპრიცების გაცვლის პროგრამა დაფუძნდა პარიზის ერთ–ერთ უბანში. იმ დროისთვის შპრიცების გავრცელება ქუჩებში აკრძალაული იყო და შესაბამისად,  ეს პროგრამა მოქმედებდა უკანონოდ 1995 წლამდე. შემდგომ პერიოდში უკვე 6 ჯგუფი მუშაობდა ქუჩებში და ახორციელებდა შპრიცების გაცვლას. იმ პერიოდში „მსოფლიოს ექიმების“ ბევრი თანამშრომელი იქნა დაკავებული პოლიციის მიერ. სასიცოცხლოდ აუცილებელი გახდა  პოლიციის ტრენინგი, მათთვის იმის ახსნა, თუ რას წარმოადგენდა ზიანის შემცირება და მისი პროგრამები, ვინაიდან სწორედ პოლიციის თანამშრომლებს ჰქონდათ  ყველაზე მეტი კონტაქტი  წამალდამოკიდებულებთან.  1992 წელს შპრიცების გაცვლის პროგრამის ჯგუფმა  შექმნა პირველი ჯანმრთელობის პრევენციის კომპლექტი ინექციური ნარკომომხმარებელთათვის. ეს კომპლექტი მოიცავდა ორ შპრიცს, სტერიული წყლის ბოთლს, კონდომს და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ მესიჯს. მომდევნო წლბში „მსოფლიოს ექიმების“ გუნდი მუდმივად ხვეწავდა და აუმჯობესებდა ამ კომპლექტის შემადგენლობას, რომელიც ძალზედ ეფექტური საშუალება გამოდგა. გარდა ამისა, შპრიცების გაცვლის პროგრამამ პირველად აიყვანა თანამშრომლები და დაიწყო მათთვის ხელფასების გადახდა. ეს ორგანიზაცია მუდმივად აუმჯობესებდა თავის სერვისებს, განსაკუთრებით 1994 წელს მათი სერვისები ნამდვილად გახდა წარმატებული, ვინაიდან ამ ორგანიზაციამ გახსნა ოთხი მეთადონის ცენტრი. MdM–ის შრომას უკვალოდ არ ჩაუვლია. 1990 წელს მთავრობამ გააცნოებიერა ზიანის შემცირების სევისების ეფექტურობა საფრანგეთში და დაიწყო მათი დაფინანსება, პირველად დაფინანსდა შპრიცების გაცვლისა და მეთადონის პროგრამები.

 

ზიანის შემცირების ისტორიიდან

დღევანდელი მონაცე­ მებით, მსოფლიოში 16 ­ დან 20 მილიონამდე ადამიანი ინექციურ ნარკოტიკს მოიხმარს.

ამ ხალხის უმრავლესობა ცხოვრობს და­ ბალი ან საშუალო შემოსავლების ქვეყნებ­ ში. ინექციის არაუსაფრთხო პრაქტიკას მივყავართ შიდსის გავრცელების მაღალ მაჩვენებლამდე. მსოფლიოში ნარკოტიკე­ ბის ინექციურ მომხმარებელთა 3 მილი­ ონზე მეტი აივ­ით ცხოვრობს.

ზიანის შემცირების კუთხით მუშაობა მიმართულია ნარკოტიკების მოხმარების შედეგად გამოწვეული არასასურველი შე­ დეგების შემცირებაზე, მათ შორის:

• სამედიცინო: ვირუსების გავრცელე­ ბა (შიდსი, ჰეპატიტები და სხვ.); ბაქტე­ რიული ინფექციები (ტუბერკულოზი, სიფილისი და სხვ.); ზედოზირება; პრობ­ ლემური ვენები (თრომბოზები, თრომ­ ბოფლებიტები), იმუნური სისტემის დასუსტება და სხვ.

• სოციალური: მომხმარებელთა სოცი­ ალური ადაპტაციის სირთულეები, პრობ­ ლემები სამუშაოზე, სწავლისას, ოჯახში და ა.შ;

• ეკონომიკური: შიდსზე მკურნალობის დანახარჯები, შრომის უუნარობა და სხვ;

• სამართლებრივი: მომხმარებელთა უფლებების დარღვევა, დაპატიმრება და სხვ;

• სხვა შედეგები, რომელსაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს ნარკოტიკების მოხმა­ რების შედეგად.

ჯერ არ ყოფილა და ვერც მომავალში იქნება ნარკოტიკებისგან თავისუფალი საზოგადოება. ზიანის შემცირება ეძებს პრობლემის სიმწვავის შემცირების პრაგმატულ გზებს და გვთავაზობს არა იმას, რაც მოგვწონს ან რაც იდეოლოგიურად მიმზიდველია, არამედ იმას, რაც მუშა­ ობს. ზიანის შემცირების მიდგომა აღია­ რებს, რომ თავისუფალ საზოგადოებაში არ არსებობს ნარკოტიკების პრობლემის მოგვარების ერთი გამორჩეული გზა და ამ მიმართულებით სხვადასხვა ინტერვენცი­ ები არის განსახორციელებელი. ეს პროგ­ რამები დაფუძნებულია მეცნიერებაზე, თანაგრძნობაზე, ჯანმრთელობის გაუმ­ ჯობესებაზე და ადამიანის უფლებებზე.

ზიანის შემცირების მოძრაობა სათა­ ვეს იღებს გასული საუკუნის 80­იანი წლებიდან და განუყრელადაა დაკავში­ რებული ინექციური მომხმარებლების შიდსის ეპიდემიის ეპოქასთან. ამ ეპი­ დემიამ მომხმარებლების წინაშე დააყე­ ნა დილემა, როგორ დაეცვათ საკუთარი თავი და ახლობლები, ხოლო სამედიცინო სპეციალისტების წინაშე ­ როგორ მი­ ეტანათ პროფილაქტიკური ღონისძი­ ებების აუცილებლობის ინფორმაცია მომხმარებლამდე, ანუ იმ ჯგუფებამდე, რომელიც მკაცრი კანონმდებლობის გა­ მო დახურული იყო და “მიწისქვეშეთში მოქმედებდა”. სამედიცინო დარგის სპე­ ციალისტებისთვის ნათელი იყო, რომ თუ დროულად და ეფექტურად არ გატარდე­ ბოდა საგანგებო პროფილაქტიკური ღო­ ნისძიებები, კატასტროფულად მზარდი ინფექციების შეჩერება ინექციურ მომ­ ხმარებლებში შეუძლებელი იქნებოდა. მსოფლიოს ზოგიერთი ქალაქი აქვეყნებ­ და მონაცემებს, რომ დაახლოებით წე­ ლიწადში ინექციურ მომხარებლებში აივ ინფიცირებულობის დონე 10 %­დან 50­ 60 %­მდე გაიზარდა.

მეოცე საუკუნის 80­იან წლებში ზო­

გიერთ ევროპულ ქვეყანაში მომხმარე­ ბელთა პირველი თვითორგანიზებული ჯგუფები ჩამოყალიბდა. 1984 წელს ჰო­ ლანდიაში იფეთქა B ჰეპატიტის ეპიდე­ მიამ სწორედ იმის გამო, რომ აფთიაქები უარს ამბობდნენ ნარკომომხმარებლის­ თვის ერთჯერადი შპრიცის მიყიდვაზე. სწორედ ამ დროს იწყება შპრიცების დის­ ტრიბუციის მასშტაბური პროგრამები. ეს ორგანიზაციები ჯანმრთელობის შესაბა­ მისი სტრუქტურებისგან სტერილური საინექციო ინსტრუმენტების გავრცელე­ ბის დაკანონებას მოითხოვდნენ. ასე ჩა­ მოყალიბდა საზოგადოებრივი ჯანმრთე­ ლობის ახალი მოდელი. თვითდახმარების ორგანიზაციები ნელ­ნელა რთავდნენ ამ პროგრამებში მომხმარებლებს, რომელ­ თა მიზანიც მომხმარებელთა ინტერესე­ ბის დაცვა იყო.

ამავდროულად, ზიანის შემცირების პროგრამები საკმაოდ განვითარდა და­ სავლეთ ევროპის რიგ ქვეყნებში, კანადა­ ში და ავსტრალიაში, სადაც პილოტური პროექტების განხორციელების და მათი ეფექტურობის შეფასების შემდეგ და­ იწყო პროგრამების ეროვნულ დონეზე განხილვა. ზიანის შემცირება საზოგადო­ ებრივი ჯანმრთელობის სფეროში სახელ­ მწიფო პოლიტიკის ნაწილად იქცა.

90­იანი წლების დასაწყისში “რკინის ფარდის” დაშლის შემდეგ ნარკოეპიდე­ მიის და აივ/შიდსის პრობლემა აქტუა­ ლური გახდა აღმოსავლეთ ევროპის და ნაწილობრივ ყოფილი საბჭოთა ქვეყნე­ ბისთვის. 1996­98 წლებში უკრაინასა და რუსეთის რამდენიმე ქალაქში ინექციურ მომხმარებლებში არნახული მასშტაბის შიდსის ეპიდემიის გამო ზიანის შემცი­ რების პირველი პროექტები გაჩნდა.

1999 წლისთვის უკრაინაში უკვე 32 პი­ ლოტური პროექტი მუშაობდა.

მიუხედავად ზიანის შემცირების, რო­ გორც შიდსის ეფექტური პროფილაქ­ ტიკის მიდგომის უამრავი მეცნიერული დასაბუთებისა, მსოფ