31 აგვისტო - ზედოზირების შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღე

13/09/2017

საადვოკაციო კამპანიის „არდასაჯო“ ფარგლებში „ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართელოს ქსელისა“ (GeNPUD) და „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის“ (GHRN) ორგანიზებით 2016 წლის 31 აგვისტოს „ზედოზირებისშესახებცნობიერებისამაღლებისსაერთაშორისოდღესთან“ დაკავშირებით გაიმართა ეროვნული კამპანია, რომლის ძირითადი გზავნილია: არდასაჯო! გადავარჩინოთსიცოცხლე!

ჰეპატიტების მსოფლიო დღე 2017

14/08/2017

 კამპანია დაიგეგმა „ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის“ (GeNPUD), პაციენტთა საკონსულტაციო საბჭოს (GeCAB) და ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის (GHRN) წევრი ორგანიზაციების მიერ. კამპანიის დაგეგმვა მოხდა მიზნების, აუდიტორიის, გზავნილებისა და მოწოდებების ფორმირებით, კამპანიის ძირითადი კომპონენტების იდენტიფიცირების და ამ კომპონენტების განხორციელების ჯგუფებში დაგეგმვის შედეგად.

26 ივნისი - ‘’ნარკომანიასთან და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინაღდმეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე

19/07/2017

26 ივნისს, ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელისა (GeNPUD) და ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის“ (GHRN) ორგანიზებით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გაიმართა საპროტესტო/სოლიდარობის აქცია.  აქციის მსველობისას, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსულმა აქტივისტებმა, მათი ოჯაის წევრებმა და მხარდამჭერებმა,  შსს წინ გაშალეს  დიდი ზომის ბანერი, წარწერით - არ დასაჯო ! 

შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღე

29/05/2017

2017 წლის 24 მაისს, შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელისა (GeNPUD) და ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის (GHRN) ორგანიზებით სოლიდარობის აქცია გაიმართა.

აქციის მთავარი გზავნილიერთად დავამარცხოთ შიდსი! რეპრესიული ნარკოპოლიტიკა რეგრესია ! მკურნალობა დასჯის ნაცვლად ! 

‘’ჰუმანური ნარკოპოლიტიკა -ხელმისაწვდომი ჯანდაცვა’’

29/05/2017

23 მაისს, ‘’ნარკოტიკების მომხმარებელთა  და ზიანის შემცირების საქართველოს ქსელმა’’, ‘’ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის’’ მხარდაჭერით  სასტუმრო ‘’ჰოლიდეი ინ’’-ში მრგვალი მაგიდის შეხვედრა სახელწოდებით - ‘’ჰუმანური ნარკოპოლიტიკა - ხელმისაწვდომი ჯანდაცვა’’  გამართა. აღნიშნული ღონისძიების მხარდამჭერები გახლდნენ ‘’გლობალური ფონდი’’, ‘’ფონდი ღია საზოგადო